ჩაეწერე:

+0 322 599599

არქივი: Service

პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებები

პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებები – ზუსტი დიაგნოსტიკა და კომპლექსური მართვა პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მგრძნობიარე და სწრაფად რეაგირებადი ქსოვილია, რომელიც ხშირად ასახავს როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგადსისტემურ ჯანმრთელობის მდგომარეობას.  ლორწოვანის ცვლილებები შეიძლება გამოვლინდეს ტკივილით, წვით, ფერის ცვლილებით, წყლულებით, თეთრი ან წითელი ლაქებით, შეშუპებით ან ხანგრძლივი შეუხორცებელი დაზიანებებით. კლინიკა დენსი-ში ლორწოვანის დაავადებების მართვა ეფუძნება მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა […]

Explore More

ალვეოლიტის მკურნალობა

კბილის ექსტრაქციის შემდეგ ერთ-ერთ შესაძლო გართულებას წარმოადგენს ალვეოლიტი — მდგომარეობა, როდესაც ამოღებული კბილის ბუდეში შეხორცების პროცესი დარღვეულია და პაციენტს ძლიერი ტკივილი და დისკომფორტი აწუხებს. სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელ „დენსში“ ალვეოლიტის მკურნალობა ტარდება თანამედროვე პროტოკოლების მიხედვით. პროცედურა მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და მოიცავს ჭრილობის დამუშავებას, ბუდის გაწმენდას, სისხლის კოლტის ჩამოყალიბების ხელშეწყობას და საჭიროების შემთხვევაში ჭრილობის ნაკერით დახურვას. […]

Explore More

კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ამოკვეთა

პირის ღრუს ლორწოვან გარსსა და ტუჩებზე შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა კეთილთვისებიანი სიმსივნური ან სიმსივნისმაგვარი წარმონაქმნი. მათ შორის ხშირად გვხვდება ეპულისი, ფიბრომა, ღრძილების ფიბრომატოზი, ლორწქვეშა კისტა და სხვა მსგავსი ცვლილებები, რომლებიც საჭიროებს სპეციალისტის მიერ შეფასებას და შესაბამის მკურნალობას. სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელ „დენსში“ აღნიშნული წარმონაქმნების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მოცილება ტარდება გამოცდილი ყბა-სახის ქირურგების მიერ. პროცედურა მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიის […]

Explore More

ჰაიმორის წიაღის ფსკერის ჰერმეტიზმის აღდგენა

ზედა ყბაზე მდებარე საღეჭი კბილების ექსტრაქციის დროს ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ჰაიმორის წიაღის ფსკერის პერფორაცია. ეს მდგომარეობა გულისხმობს კავშირის წარმოქმნას პირის ღრუსა და ჰაიმორის წიაღს შორის, რაც საჭიროებს დროულ და სწორ ქირურგიულ მართვას. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია ჰერმეტულობის აღდგენა სპეციალური ქირურგიული პლასტიკის მეთოდით, რათა თავიდან იქნას აცილებული გართულებები და აღდგეს ქსოვილების ნორმალური ფუნქცია. სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელ „დენსში“ […]

Explore More

ყბების მცირე ზომის კისტების ამოკვეთა

ყბა-სახის არეში შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის კისტა, რომლებიც ხშირად ყალიბდება კბილის ფესვის მიდამოში მიმდინარე ანთებითი პროცესების, განვითარების თავისებურებების ან ტრავმის შედეგად. ყველაზე გავრცელებულ ტიპებს შორის არის რადიკულური (ფესვის მწვერვალის) კისტა, ფოლიკულური კისტა, ტრავმული კისტა და სხვა მსგავსი წარმონაქმნები. სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელ „დენსში“ ტარდება მცირე ზომის კისტების ქირურგიული მოცილება — ცისტექტომია, თანამედროვე მეთოდებით და […]

Explore More

ყბა-სახის მიდამოს ანთებითი პროცესის მკურნალობა

ყბის მიდამოში შეშუპება ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ კბილის ფესვის გარშემო არსებული ანთებითი პროცესი გავრცელდა და ყბის ძვლოვან ქსოვილზეც გადავიდა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროული ქირურგიული ჩარევა. მკურნალობის პროცესში ხდება ჩირქოვანი ექსუდატის დრენირება — ანთებითი კერის გახსნა და გამორეცხვა, რათა შემცირდეს ინფექცია და შეშუპება. პარალელურად ტარდება შესაბამისი ანთებისსაწინააღმდეგო მკურნალობა. კლინიკური მდგომარეობის მიხედვით, დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს გამომწვევი […]

Explore More

ფესვის მწვერვალის რეზექცია

ფესვის მწვერვალის რეზექცია ქირურგიული პროცედურაა, რომლის მიზანია კბილის შენარჩუნება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ფესვის მწვერვალთან ანთებითი პროცესი ან კისტა ვითარდება. ოპერაციის დროს ერთფესვიან კბილში იკვეთება ფესვის ზედა ნაწილი და პარალელურად ხდება კისტური წარმონაქმნის მოცილება, რის შედეგადაც კბილი შენარჩუნებულია და მისი ფუნქცია ნარჩუნდება. მანიპულაცია ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში და საშუალოდ დაახლოებით 30–40 წუთს გრძელდება. პროცედურის დასრულების […]

Explore More

ექსტრაქცია

კბილის ამოღება (ექსტრაქცია) სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული პროცედურაა. სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელ „დენსში“ ტარდება ყველა სირთულის კბილის ექსტრაქცია თანამედროვე მეთოდებით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცედურის დროს ვიყენებთ ინოვაციურ აპარატს — პიეზოტომს, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ფრთხილ და ნაკლებად ტრავმატულ ჩარევას. ამ ტექნოლოგიის დახმარებით კბილის ამოღება ხდება უფრო ზუსტად და უსაფრთხოდ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ქსოვილების დაზიანებას. […]

Explore More

ძვლოვანი ქსოვილის აღდგენა (აუგმენტაცია, სინუსლიფტინგი)

კბილის დაკარგვის შემდეგ ყბის ძვალი თანდათანობით განიცდის ატროფიას (განლევას). ეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ძვალი, დატვირთვის არქონის გამო, მცირდება მოცულობაში. სწორედ ამიტომ იმ პაციენტების დაახლოებით 90%-ს, რომლებმაც კბილები დიდი ხნის წინ დაკარგეს, იმპლანტაციისთვის არასაკმარისი ძვლოვანი მოცულობა აღენიშნება. დენტალური იმპლანტის წარმატებით დასაყენებლად აუცილებელია ძვლის საკმარისი სისქე და სიმაღლე, რათა იმპლანტმა შეძლოს სტაბილური ფიქსაცია და სწორად […]

Explore More

იმპლანტაცია პირდაპირი დატვირთვით

იმპლანტაცია პირდაპირი დატვირთვით წარმოადგენს თანამედროვე იმპლანტოლოგიის ერთ-ერთ ინოვაციურ მეთოდს, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს დაკარგული კბილის აღდგენა მიიღოს ძალიან მოკლე დროში. პროცედურის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთ ვიზიტში შესაძლებელია კბილის ამოღება (არსებობის შემთხვევაში), დენტალური იმპლანტის მოთავსება და იმპლანტზე დროებითი გვირგვინის ფიქსაცია. ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ძვლის სტრუქტურა ჯანმრთელია და იმპლანტის მოთავსებისას მიიღწევა მაღალი […]

Explore More

იმპლანტაცია ესთეტიკურ ზონაში

ესთეტიკურ ზონად ითვლება წინა კბილების არე, რომელიც ღიმილისა და საუბრის დროს ყველაზე მეტად ჩანს. სწორედ ამიტომ ამ მიდამოში ჩატარებული ნებისმიერი სტომატოლოგიური ჩარევა განსაკუთრებულ სიზუსტესა და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ესთეტიკურ ზონაში იმპლანტაცია განსაკუთრებით პასუხისმგებლიანი პროცედურაა, რადგან აუცილებელია სრულად შენარჩუნდეს კბილთა თაღის ჰარმონია, ღრძილის ბუნებრივი კონტური, კბილის ფორმა და ფერი, რათა საბოლოო შედეგმა იდეალურად შეერწყას ბუნებრივ ღიმილს. […]

Explore More

იმპლანტაცია სტანდარტული მეთოდით

დენტალური იმპლანტაციის ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული და კლინიკურად დამტკიცებული მიდგომაა სტანდარტული ქირურგიული მეთოდი, რომელიც ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში. პროცედურის დროს ქირურგი ასრულებს ღრძილის მცირე გაკვეთას, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს ძვლის პირდაპირი ვიზუალიზაცია და იმპლანტის მაქსიმალურად ზუსტი პოზიციონირება. იმპლანტის მოთავსების შემდეგ ღრძილი იკერება კოსმეტიკური ნაკერით. ოპერაციის შემდგომ პირველ დღეებში შესაძლოა აღინიშნოს მცირე სიწითლე და შეშუპება იმპლანტაციის არეში, […]

Explore More

იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე

თანამედროვე იმპლანტოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ და მინიმალურად ინვაზიურ მეთოდად მიიჩნევა იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე, რომელიც ხორციელდება წინასწარ დამზადებული ქირურგიული შაბლონის (გაიდის) დახმარებით. აღნიშნული მეთოდის დროს იმპლანტი თავსდება ძვალში წინასწარ განსაზღვრულ პოზიციაში ისე, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის საჭირო ღრძილის განაკვეთის ჩატარება. პროცესი იწყება დეტალური დიაგნოსტიკით. პირველ ეტაპზე ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, რის შემდეგაც ხდება პაციენტის პირის ღრუს […]

Explore More

სახის რკალი

სახის რკალი წარმოადგენს მოსახსნელს, პირგარეთა აპარატს, რომელიც გამოიყენება ორთოდონტიულ მკურნალობაში დამხმარე მოწყობილობად ბრეკეტ-აპარატებთან ერთად. მისი მთავარი ფუნქციაა კბილების დისტალიზაცია – უკანა კბილების ზუსტი გადაადგილება, რაც ხშირად საშუალებას გვაძლევს ორთოდონტიული მკურნალობა ჩატარდეს ექსტრაქციის გარეშე, ანუ კბილების ამოღების გარეშე. სახის რკალი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მკურნალობის პროცესში, რადგან ის უზრუნველყოფს კბილთა მოძრაობის კონტროლს და მკურნალობის პროგნოზირებად შედეგს, ამავდროულად ზრუნავს […]

Explore More

კერამიკული ჩანართები (Inlay/Onlay)

წარმოადგენს კბილის აღდგენის თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კბილის დაზიანება არ აღემატება დაახლოებით 50%-ს. ასეთ დროს დაზიანებული ქსოვილის აღდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად დამზადებული კერამიკული ჩანართის საშუალებით. ჩანართი იქმნება ციფრული მოდელირების საფუძველზე და იჩარხება მაღალტექნოლოგიურ დანადგარში CAD-CAM სისტემის გამოყენებით. აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, რის შედეგადაც ჩანართი იდეალურად ერგება კბილის სტრუქტურას და სრულყოფილად […]

Explore More

ლითონო-ფაიფურის გვირგვინი

სტომატოლოგიურ ორთოპედიაში ფართოდ გამოყენებული და დროით გამოცდილი აღდგენითი კონსტრუქციებია, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება როგორც დაზიანებული, ასევე დაკარგული კბილების ფუნქციური და ესთეტიკური აღსადგენად. კონსტრუქციის განსაკუთრებულ სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს მეტალის შიდა კარკასი, რომელიც გარედან დაფარულია მაღალი ხარისხის კერამიკით (ფაიფურით). სწორედ ამ კომბინაციის წყალობით მიიღწევა ერთდროულად ძლიერი და ესთეტიკური შედეგი — კონსტრუქცია მდგრადია დატვირთვის მიმართ, ხოლო კერამიკული საფარი […]

Explore More

ცირკონო-კერამიკული გვირგვინი

თანამედროვე ორთოპედიული სტომატოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და მაღალი ხარისხის აღდგენითი საშუალებაა. იგი მზადდება ბუნებრივი მინერალისგან — ცირკონიუმისგან, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით და მექანიკური მდგრადობით, რაც მას მეტალის სიმყარესთან აახლოებს. ამავე დროს, ცირკონიუმი ბუნებრივად თეთრი ფერისაა და სხივგამტარი თვისება აქვს, რის გამოც მას ახასიათებს კბილის მსგავსი ბუნებრივი გამჭვირვალობა. სწორედ ამ თვისებების გამო, ცირკონო-კერამიკული გვირგვინი ვიზუალურად მაქსიმალურად […]

Explore More

კერამიკული რესტავრაცია

კერამიკული რესტავრაცია წარმოადგენს კბილის ფორმისა და ფუნქციის აღდგენას მაღალი ხარისხის კერამიკული მასალებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ბუნებრივ და ესთეტიკურ შედეგს. თანამედროვე სტომატოლოგიაში კერამიკა ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი და ხანგრძლივი გადაწყვეტაა როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად. კბილის დაზიანების მასშტაბისა და ზედაპირის მიხედვით, კერამიკული რესტავრაცია შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა ფორმით: კერამიკული გვირგვინი კერამიკული ვინირი კერამიკული ჩანართები — Inlay, Onlay, […]

Explore More