Lodaer Img

კერამიკული ჩანართები (Inlay/Onlay)

წარმოადგენს კბილის აღდგენის თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კბილის დაზიანება არ აღემატება დაახლოებით 50%-. ასეთ დროს დაზიანებული ქსოვილის აღდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად დამზადებული კერამიკული ჩანართის საშუალებით.

ჩანართი იქმნება ციფრული მოდელირების საფუძველზე და იჩარხება მაღალტექნოლოგიურ დანადგარში CAD-CAM სისტემის გამოყენებით. აღნიშნული ტექნოლოგია უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, რის შედეგადაც ჩანართი იდეალურად ერგება კბილის სტრუქტურას და სრულყოფილად აღადგენს მის ანატომიურ ფორმას.

კერამიკული ჩანართები ვიზუალურად მაქსიმალურად ჰგავს ბუნებრივ მინანქარსმათ ახასიათებთ ბუნებრივი ფერი და გამჭვირვალობა, რის გამოც აღდგენილი კბილი პრაქტიკულად არ განსხვავდება საკუთარი კბილისგან. მასალა არ იცვლის ფერსა და ფორმას დროთა განმავლობაში და არ ახასიათებს კუმშვაგაფართოება, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და სტაბილურ შედეგს.

კერამიკული ჩანართების ერთერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ისიც, რომ მათი დამზადებისას ხშირ შემთხვევაში არ არის საჭირო კბილის დევიტალიზაცია, რის შედეგადაც კბილი ინარჩუნებს სიცოცხლესა და ბუნებრივ ფუნქციას.

გამძლეობის თვალსაზრისით, კერამიკული ჩანართები მნიშვნელოვნად აღემატება კომპოზიციურ ბჟენებს, რის გამოც ისინი ითვლება კბილის ქსოვილის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი აღდგენის ერთერთ ყველაზე საიმედო მეთოდად.

მერი მახათაძე

თერაპევტი

ნათია ლურსმანაშვილი

პაროდონტოლოგი

აისელ ისკადიროვა

პაროდონტოლოგი

სალომე ჭიჭინაძე

თერაპევტი

ქეთევან ჩირგაძე

ორთოდონტი

ნანა ლობჟანიძე

თერაპევტი

ლალი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი&პერიოქირურგი

თამთა თევზაძე

ორთოპედი

ნინო ბოლქვაძე

თერაპევტი

გიორგი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი

ზეინაბ ქოჩლაძე

თერაპევტი

თამარ გოლუბიანი

თერაპევტი

თამარ ხვედელიძე

ორთოდონტი