დენტალური იმპლანტაცია თანამედროვე სტომატოლოგიაში დაკარგული კბილების აღდგენის ერთ–ერთი ყველაზე პროგრესული, საიმედო და ფართოდ გავრცელებული მეთოდია. იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც თავსდება ყბის ძვალში და მასზე ფიქსირდება ინდივიდუალურად დამზადებული გვირგვინი. შედეგად მიიღება ბუნებრივ კბილთან მაქსიმალურად მიახლოებული ფუნქციური და ესთეტიკური შედეგი.
დენტალური იმპლანტები დამზადებულია ტიტანის სპეციალური ბიოშეთავსებადი შენადნობისგან. ეს მასალა გამოირჩევა უნიკალური თვისებით – იგი ინტეგრირდება ძვალთან (ოსეოინტეგრაცია), რაც უზრუნველყოფს იმპლანტის სტაბილურობასა და ხანგრძლივობას. ტიტანი ორგანიზმისთვის აბსოლუტურად ინერტული მასალაა, ამიტომ ის უსაფრთხოა და არ იწვევს უარყოფით რეაქციებს.
იმპლანტაციის საშუალებით შესაძლებელია როგორც ერთეული დანაკლისი კბილის, ასევე რამდენიმე ან სრული კბილთა რიგის აღდგენა, რაც პაციენტს სრულფასოვან ღეჭვით ფუნქციას, ბუნებრივ ღიმილსა და კომფორტს უბრუნებს.
კლინიკა „დენსში“ დენტალური იმპლანტაცია მრავალი წელია წარმატებით ტარდება. კლინიკა თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ–ერთ ლიდერ შვეიცარიულ კომპანიასთან — Straumann, რომელიც დენტალური იმპლანტების სფეროში N1 ბრენდად მიიჩნევა.
Straumann-ის იმპლანტები გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:
კლინიკა „დენსი“ პაციენტებს ასევე სთავაზობს სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის იმპლანტებს, მათ შორის: Dentium, MIS, SGS, Bredent და სხვა.
იმპლანტაციის პროცედურა ყოველთვის იწყება დეტალური დიაგნოსტიკით და მკურნალობის ინდივიდუალური დაგეგმვით. ამისთვის გამოიყენება კომპიუტერული ტომოგრაფია, რომლის საფუძველზეც ხდება იმპლანტის ზუსტი პოზიციის განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ქირურგიული გაიდი (ციფრული შაბლონი), რაც საშუალებას იძლევა ოპერაცია ჩატარდეს მაქსიმალური სიზუსტით, მინიმალური ტრავმით და ზოგიერთ შემთხვევაში – განაკვეთის გარეშე.
თანამედროვე ტექნოლოგიების, მაღალი ხარისხის იმპლანტების და გამოცდილი სპეციალისტების ერთობლიობა კლინიკა „დენსში“ უზრუნველყოფს დენტალური იმპლანტაციის უსაფრთხოებას, პროგნოზირებადობას და გრძელვადიან შედეგს.