Lodaer Img

იმპლანტაცია სტანდარტული მეთოდით

დენტალური იმპლანტაციის ერთერთი ფართოდ გამოყენებული და კლინიკურად დამტკიცებული მიდგომაა სტანდარტული ქირურგიული მეთოდი, რომელიც ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში. პროცედურის დროს ქირურგი ასრულებს ღრძილის მცირე გაკვეთას, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს ძვლის პირდაპირი ვიზუალიზაცია და იმპლანტის მაქსიმალურად ზუსტი პოზიციონირება.

იმპლანტის მოთავსების შემდეგ ღრძილი იკერება კოსმეტიკური ნაკერით. ოპერაციის შემდგომ პირველ დღეებში შესაძლოა აღინიშნოს მცირე სიწითლე და შეშუპება იმპლანტაციის არეში, რაც ბუნებრივი რეაქციაა ქირურგიულ ჩარევაზე. სწორი ჰიგიენისა და ექიმის რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში პოსტოპერაციული დისკომფორტი, როგორც წესი, მნიშვნელოვნად მცირდება და ქრება 3–4 დღის განმავლობაში, ხოლო ნაკერების მოხსნა ხდება საშუალოდ 5–7 დღეში.

სტანდარტული მეთოდის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ძვლის სტრუქტურის უკეთესი ვიზუალიზაცია ოპერაციის დროს, რაც ქირურგს საშუალებას აძლევს ოპერაციული პროცესი მაქსიმალური კონტროლით ჩაატაროს. სწორედ ამიტომ ამ მეთოდს ხშირად იყენებენ ისეთ კლინიკურ სიტუაციებში, როდესაც მკურნალობა შედარებით უფრო კომპლექსურ ჩარევას მოითხოვს.

სტანდარტული იმპლანტაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • კბილის ამოღება და იმპლანტაცია ერთდროულად
  • ძვლოვანი პლასტიკის ჩატარების საჭიროება
  • ძვლის შემცირებული მოცულობა, როდესაც აუცილებელია ქსოვილების უკეთესი კონტროლი ოპერაციის პროცესში

კლინიკადენსშისტანდარტული იმპლანტაცია ტარდება თანამედროვე ქირურგიული პროტოკოლებისა და მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს პროცედურის უსაფრთხოებას, მკურნალობის პროგნოზირებადობას და გრძელვადიან შედეგს.

 

მერი მახათაძე

თერაპევტი

ნათია ლურსმანაშვილი

პაროდონტოლოგი

აისელ ისკადიროვა

პაროდონტოლოგი

სალომე ჭიჭინაძე

თერაპევტი

ქეთევან ჩირგაძე

ორთოდონტი

ნანა ლობჟანიძე

თერაპევტი

ლალი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი&პერიოქირურგი

თამთა თევზაძე

ორთოპედი

ნინო ბოლქვაძე

თერაპევტი

გიორგი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი

ზეინაბ ქოჩლაძე

თერაპევტი

თამარ გოლუბიანი

თერაპევტი

თამარ ხვედელიძე

ორთოდონტი