ჩაეწერე:

+0 322 599599

ციფრული სტომატოლოგია

კლინიკა „დენსი“ თანამედროვე სტომატოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად აქტიურად ნერგავს და იყენებს სრულფასოვან ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც მკურნალობის პროცესს კიდევ უფრო ზუსტს, სწრაფსა და პაციენტზე მაქსიმალურად მორგებულს ხდის.

ციფრული სტომატოლოგია გულისხმობს კომპიუტერული დაგეგმარების, ინტრაორალური სკანერების, 3D მოდელირების პროგრამებისა და მაღალტექნოლოგიური ციფრული ჩარხების გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კბილების და ორთოპედიული კონსტრუქციების შექმნა მაღალი სიზუსტით და მინიმალურ დროში.

კლინიკა „დენსში“ მკურნალობა იწყება ციფრული სკანირებით, რომელიც სრულად ცვლის ტრადიციულ ანაბეჭდებს და უზრუნველყოფს პაციენტისთვის მაქსიმალურ კომფორტს. მიღებული მონაცემები გადადის სპეციალურ პროგრამაში, სადაც ექიმი ახორციელებს ღიმილის ციფრულ დიზაინს, გეგმავს მკურნალობას და წინასწარ აჩვენებს პაციენტს მოსალოდნელ შედეგს.

შემდეგ ეტაპზე, მიღებული ციფრული მონაცემების საფუძველზე, სპეციალური Cad-Cam ტექნოლოგიის საშუალებით, ხდება კონსტრუქციების ავტომატურად მოდელირება და დამზადება მაღალტექნოლოგიურ ციფრულ დანადგარებში. აღნიშნული პროცესი უზრუნველყოფს იდეალურ სიზუსტეს, ესთეტიკას და ხანგრძლივ შედეგს.

ციფრული სტომატოლოგიის უპირატესობები

  • მაქსიმალური სიზუსტე და პროგნოზირებადი შედეგი
  • მკურნალობის მნიშვნელოვნად შემცირებული დრო
  • კომფორტული პროცესი პაციენტისთვის
  • ტრადიციული ანაბეჭდების თავიდან აცილება
  • ესთეტიკურად დახვეწილი და ბუნებრივი შედეგი
  • მკურნალობის წინასწარი ვიზუალიზაციის შესაძლებლობა

სერვისი მოიცავს:

ციფრული მეთოდით კლინიკა „დენსში“ შესაძლებელია:

  • კერამიკული ბჟენების დამზადება (კარიესის მკურნალობა)
  • კერამიკული ვინირების დამზადება
  • კბილის გვირგვინების დამზადება
  • კბილის ხიდების დამზადება
  • საიმპლანტაციო ქირურგიული გაიდების დამზადება
  • კბილების გასასწორებელი კაპების (ელაინერების) დამზადება
  • ღიმილის ციფრული დიზაინის შექმნა (Digital Smile Design)

ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კლინიკა „დენსში“ საშუალებას გვაძლევს პაციენტებს შევთავაზოთ სწრაფი, კომფორტული და უმაღლესი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურება, სადაც თითოეული დეტალი ინდივიდუალურად იგეგმება და სრულდება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.