ორთოპედიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის მიმართულება, რომელიც მიზნად ისახავს დაკარგული ან დაზიანებული კბილების აღდგენას, კბილთა ფუნქციისა და ესთეტიკის სრულყოფას. თანამედროვე ორთოპედიული მკურნალობა არა მხოლოდ ღეჭვის ფუნქციის აღდგენას უზრუნველყოფს, არამედ ქმნის ჰარმონიულ, ბუნებრივ და ინდივიდუალურ ღიმილს, რომელიც სრულად ერგება პაციენტის სახის ანატომიურ თავისებურებებს.
სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „დენსში“ ორთოპედიული მკურნალობა ხორციელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და პაციენტები სარგებლობენ არაერთი მნიშვნელოვანი ბენეფიტით. განსაკუთრებით გამორჩეულია ორთოპედიის მიმართულება, რადგან კლინიკაში გამოიყენება გერმანული კომპანია Sirona-ს ციფრული ტექნოლოგიები — CEREC და CAD-CAM (Computer-Aided Design / Computer-Aided Manufacturing). აღნიშნული სისტემები უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, მაღალი ხარისხის ესთეტიკურ შედეგს და მკურნალობის პროცესის ეფექტიანობას.
კლინიკის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ სტომატოლოგიური კლინიკა და მრავალფუნქციური ლაბორატორია ერთ სივრცეშია განთავსებული. ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას ექიმსა და ტექნიკოსს შორის, ზრდის მკურნალობის ხარისხს, ამცირებს მომსახურების დროს და ქმნის პაციენტისთვის მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს.
„დენსში“ კბილების დიზაინი იქმნება სახის ინდივიდუალური პარამეტრების გათვალისწინებით — ღიმილის ხაზის, სახის პროპორციებისა და პაციენტის უნიკალური მახასიათებლების მიხედვით. სწორედ ამიტომ მიღებული შედეგი გამოირჩევა ბუნებრივობით, ესთეტიკითა და ინდივიდუალობით.