სტომატოლოგიური კლინიკათა ქსელი დენსი პაციენტებს სთავაზობს ყბა–სახის ქირურგიის სრულ სპექტრს, თანამედროვე სტანდარტების დაცვით. ჩვენი კლინიკებში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სირთულის ქირურგიული პროცედურები, რომლებიც ტარდება ყბა–სახის არეში არსებული პრობლემების სამკურნალოდ და პაციენტის კომფორტისა და უსაფრთხოების მაქსიმალური გათვალისწინებით.
სტომატოლოგიური ქირურგია მოიცავს ყველა იმ ქირურგიულ მანიპულაციას, რომელიც საჭირო ხდება კბილების, ღრძილების ან ყბის ჯანმრთელობის აღსადგენად. დენსის კლინიკებში ტარდება ყველა ტიპის ქირურგიული ჩარევა, რომელიც არ საჭიროებს პაციენტის სტაციონარში მოთავსებას ან ზოგადი ნარკოზის გამოყენებას.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ყბა–სახის ქირურგებით, რომლებიც თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურად უდგებიან და დეტალურად პასუხობენ ყველა შეკითხვას მკურნალობის პროცესთან დაკავშირებით.