ყბის მიდამოში შეშუპება ხშირად მიუთითებს იმაზე, რომ კბილის ფესვის გარშემო არსებული ანთებითი პროცესი გავრცელდა და ყბის ძვლოვან ქსოვილზეც გადავიდა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დროული ქირურგიული ჩარევა.
მკურნალობის პროცესში ხდება ჩირქოვანი ექსუდატის დრენირება — ანთებითი კერის გახსნა და გამორეცხვა, რათა შემცირდეს ინფექცია და შეშუპება. პარალელურად ტარდება შესაბამისი ანთებისსაწინააღმდეგო მკურნალობა.
კლინიკური მდგომარეობის მიხედვით, დამატებით შეიძლება საჭირო გახდეს გამომწვევი კბილის ფესვების ენდოდონტიური მკურნალობა ან, გარკვეულ შემთხვევებში, კბილის ექსტრაქცია, რათა სრულად აღმოიფხვრას ინფექციის წყარო და აღდგეს ყბის ქსოვილების ჯანმრთელობა.