ჩაეწერე:

+0 322 599599

პაროდონტოლოგია

საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია“ – „ჯეოპერიოდაარსდა 2015 წლის 15 მარტს. ასოციაციის დამაარსებელია პაროდონტოლოგი ლალი ქოჩიაშვილი. იმ პერიოდში პაროდონტოლოგია საქართველოში სტომატოლოგიის შედარებით ნაკლებად ცნობილი და ნაკლებად პოპულარული მიმართულება იყო, რის გამოც პროფესიული საზოგადოების გაძლიერება და სფეროს განვითარება მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენდა. ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანი იყო პაროდონტოლოგიის მნიშვნელობის პოპულარიზაცია როგორც პრაქტიკოს სტომატოლოგებში, ასევე აკადემიურ წრეებში, სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებაში. ამასთან ერთად, „ჯეოპერიოსსაქმიანობის ერთერთი მთავარი მიმართულება გახდა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის (EFP) თანამედროვე გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და გავრცელება საქართველოში. დაარსების დღიდან ასოციაცია აქტიურად ახორციელებს პროფესიულ და საგანმანათლებლო საქმიანობას. ორგანიზაციის ფარგლებში რეგულარულად ტარდება ადგილობრივი და საერთაშორისო შეხვედრები, პროფესიული კურსები, კონფერენციები, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიები და სოციალური მედიის საგანმანათლებლო პროექტები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პაროდონტოლოგიის განვითარებას ქვეყანაში. 2025 წელსჯეოპერიოგახდა ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის (EFP) სრულფასოვანი წევრი. ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა არა მხოლოდ ასოციაციისთვის, არამედ საქართველოს სტომატოლოგიური საზოგადოებისთვის, რადგან კიდევ უფრო აძლიერებს საერთაშორისო პროფესიულ თანამშრომლობას და ქართველი ექიმებისთვის ქმნის თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალ შესაძლებლობებს.


 

კლინიკა დენსი პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი წარმოადგენს კლინიკის ერთერთ წამყვან და სტრატეგიულ მიმართულებას, სადაც პაციენტებს ვთავაზობთ ღრძილების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მუშაობს იმ გაიდლაინების შესაბამისად, რასაც იყენებენ მსოფლიოს წამყვანი სტომატოლოგიური ცენტრები.

დეპარტამენტის ხელმძღვანელია ლალი ქოჩიაშვილისაქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი, მრავალწლიანი კლინიკური და აკადემიური გამოცდილებით.



რა
არის პაროდონტოლოგია?

პაროდონტოლოგია არის სტომატოლოგიის მიმართულება, რომელიც სწავლობს და მკურნალობს კბილის ირგვლივ მდებარე საყრდენსაფიქსაციო ქსოვილებისღრძილის, ძვლისა და იოგოვანი აპარატისანთებით და არაანთებით დაავადებებს.ღრძილების დაავადებები თანამედროვე მსოფლიოში ერთერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. მათი უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კბილების შენარჩუნებას, არამედ ზოგად ჯანმრთელობასაც.

სერვისი მოიცავს:

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ანთების შეჩერება, არამედ კბილის საყრდენი ქსოვილების მაქსიმალური აღდგენა და პაციენტის ხანგრძლივი, სტაბილური შედეგის უზრუნველყოფა.