ჩაეწერე:

+0 322 599599

გინგივიტის / პაროდონტიტის მკურნალობა

გინგივიტისა და პაროდონტიტის მკურნალობა – კომპლექსური მიდგომა „დენსში“

გინგივიტი და პაროდონტიტი პირის ღრუს ანთებითი დაავადებებია, რომლებიც აზიანებს კბილის ირგვლივ მდებარე რბილ და მყარ ქსოვილებს. მათი ეფექტური მართვა იწყება ზუსტი დიაგნოსტიკით.

კლინიკა დენსი–ში პირველ ეტაპზე ტარდება პაროდონტოლოგიური რუქის შედგენა, რომლის საფუძველზეც:

  • ისმება ზუსტი დიაგნოზი
  • ფასდება დაავადების სიმძიმე და გავრცელება
  • დგება ინდივიდუალური, ეტაპობრივი მკურნალობის გეგმა

მკურნალობის თანამედროვე მეთოდები

დაავადების სტადიიდან გამომდინარე, მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

  • ღრძილქვეშა პროფესიულ წმენდას (სკეილინგი და რუტ-პლანინგი)
  • ლაზერულ თერაპიას
  • ვექტორ-თერაპიას
  • ქირურგიულ მკურნალობას
  • რბილი ქსოვილების გადანერგვას მკურნალობას
  • ძვლის (მყარი ქსოვილის) რეგენერაციულ პროცედურებს

მიზანი არა მხოლოდ ანთების შეჩერებაა, არამედ კბილის საყრდენი ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნება და აღდგენა.

დიახ — პაროდონტიტი მართვადია. დროული დიაგნოსტიკისა და სწორად შერჩეული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია კბილების შენარჩუნება მთელი ცხოვრების განმავლობაში.

მკურნალობის შედეგის სტაბილურობისთვის აუცილებელია რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტები და პროფესიული ჰიგიენა, რათა არ მოხდეს დაავადების ხელახალი მანიფესტაცია.

ძლიერი პროფესიული გუნდი

კლინიკა „დენსში“ მუშაობს:

  • 5 პაროდონტოლოგი
  • 2 პერიოქირურგი

პაროდონტოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ლალი ქოჩიაშვილი — საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი.

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, თანამედროვე და უსაფრთხო მკურნალობას — თქვენი ღრძილების ჯანმრთელობისა და კბილების გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის.

elena klimenko

ელენა კლიმენკო

პაროდონტოლოგი

მერი მახათაძე

თერაპევტი

ნათია ლურსმანაშვილი

პაროდონტოლოგი

აისელ ისკადიროვა

პაროდონტოლოგი

სალომე ჭიჭინაძე

თერაპევტი

ქეთევან ჩირგაძე

ორთოდონტი

ნანა ლობჟანიძე

თერაპევტი

ლალი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი&პერიოქირურგი

თამთა თევზაძე

ორთოპედი

ნინო ბოლქვაძე

თერაპევტი

გიორგი ქოჩიაშვილი

ქირურგი-იმპლანტოლოგი

ზეინაბ ქოჩლაძე

თერაპევტი

თამარ გოლუბიანი

თერაპევტი