ზუსტი დიაგნოსტიკა – Florida Probe კლინიკა „დენსში“
პაროდონტოლოგიური მკურნალობის ეფექტურობა პირდაპირ დამოკიდებულია დიაგნოსტიკის სიზუსტეზე. სწორედ ამიტომ, კლინიკა დენსი-ში მკურნალობის დაწყებამდე ტარდება დაავადების სიმძიმისა და ლოკალიზაციის დეტალური შეფასება თანამედროვე ელექტრონული ზონდირების მეთოდით.
დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება Florida Probe — ინოვაციური ელექტრონული სისტემა, რომელიც ქმნის პაროდონტოლოგიურ რუქას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს.
რას გვაძლევს Florida Probe?
ელექტრონული ზონდი კბილის ირგვლივ ღრძილს ამოწმებს თითოეულ წერტილში და ავტომატურად:
- განსაზღვრავს პათოლოგიური ჯიბეების სიღრმეს
- აფიქსირებს ღრძილებიდან სისხლდენას
- ავლენს ჩირქოვან გამონადენს
- აფასებს კბილების მორყევის ხარისხს
- ითვლის დაავადების გართულების რისკებს
მიღებული პაროდონტოლოგიური რუქის საფუძველზე:
- ისმება ზუსტი დიაგნოზი
- დგება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა
- ფასდება ჩატარებული თერაპიის ეფექტურობა
- ხორციელდება დაავადების გრძელვადიანი კონტროლი
საერთაშორისო სტანდარტი
პაროდონტიტის დიაგნოსტიკის ასეთი მიდგომა სრულად შეესაბამება ევროპულ და ამერიკულ კლინიკურ გაიდლაინებს და წარმოადგენს თანამედროვე პაროდონტოლოგიის ოქროს სტანდარტს.
სისტემა ქართულად არის გახმოვანებული, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს რეალურ დროში თავად მოისმინოს დიაგნოსტიკის პროცესი და სრულად იყოს ჩართული საკუთარი ჯანმრთელობის მართვაში.
კლინიკა „დენსი“ უზრუნველყოფს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ზუსტ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკას — თქვენი ღრძილების ჯანმრთელობის სრული კონტროლისთვის.