ჩაეწერე:

+0 322 599599

ღრძილის რეცესიის მკურნალობა

ღრძილის რეცესია – მიზეზები და ქირურგიული მკურნალობა

ღრძილის რეცესია წარმოადგენს არაინფლამატორულ (არაანთებით) მდგომარეობას, რომლის დროსაც ღრძილი იკლებს მოცულობაში და იწევს კბილის ფესვის მიმართულებით, შედეგად კი ხდება ფესვის გაშიშვლება.

ეს პრობლემა მხოლოდ ესთეტიკური არ არის. ფესვების გაშიშვლება იწვევს:

  • მომატებულ მგრძნობელობას ცივისა და ცხელის მიმართ
  • კარიესის განვითარების მაღალ რისკს ფესვის ზედაპირზე
  • ფერის ცვლილებას
  • კბილის სტრუქტურის თანდათან დაზიანებას
  • ზოგ შემთხვევაში – სტაბილურობის შემცირებას

ღიმილის დროს ფესვების გამოჩენა ბევრ პაციენტში იწვევს დისკომფორტს და თავდაჯერებულობის დაქვეითებას.

რეცესიის მკურნალობა ხორციელდება ქირურგიული გზით. პროცედურა შეიძლება მოიცავდეს:

  • აწეული ღრძილის კორონალურად ჩამოტანას (გადმოწევას)
  • სასიდან ქსოვილის გადანერგვას
  • კომბინირებულ ტექნიკას კონკრეტული კლინიკური სიტუაციის მიხედვით

ოპერაცია განსაკუთრებით პროგნოზირებადია I და II კლასის რეცესიების შემთხვევაში, სადაც წარმატების მაჩვენებელი მაქსიმალურად მაღალია. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე ტარდება პლასტიკა, მით უკეთესი და სტაბილურია ოპერაციული შედეგი.

მიკროქირურგიული მიდგომა „დენსში“

კლინიკა დენსი–ში რეცესიების პლასტიკა წარმატებით ტარდება უკვე 5 წელზე მეტია. ჩვენ ვიყენებთ:

მიზანია არა მხოლოდ ფესვის დაფარვა, არამედ ბუნებრივი კონტურის, ფერისა და ქსოვილების ჰარმონიის აღდგენა, რათა შედეგი იყოს ფუნქციურად სტაბილური და ესთეტიკურად ბუნებრივი.

 

კლინიკა „დენსი“ უზრუნველყოფს ინდივიდუალურად დაგეგმილ, პროგნოზირებად და გრძელვადიან შედეგს — თქვენი ღიმილის სრულყოფისთვის.

elena klimenko

ელენა კლიმენკო

პაროდონტოლოგი

მერი მახათაძე

თერაპევტი

ნათია ლურსმანაშვილი

პაროდონტოლოგი

აისელ ისკადიროვა

პაროდონტოლოგი

სალომე ჭიჭინაძე

თერაპევტი

ქეთევან ჩირგაძე

ორთოდონტი

ნანა ლობჟანიძე

თერაპევტი

ლალი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი&პერიოქირურგი

თამთა თევზაძე

ორთოპედი

ნინო ბოლქვაძე

თერაპევტი

გიორგი ქოჩიაშვილი

ქირურგი-იმპლანტოლოგი

ზეინაბ ქოჩლაძე

თერაპევტი

თამარ გოლუბიანი

თერაპევტი