მოსახსნელი პროთეზები თანამედროვე ორთოპედიულ სტომატოლოგიაში წარმოადგენს ეფექტურ, დახვეწილ და კომფორტულ გადაწყვეტას კბილების ნაწილობრივი ან სრული დანაკლისის აღსადგენად. სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „დენსში“ პაციენტებს სთავაზობენ მოსახსნელი პროთეზების ფართო არჩევანს როგორც მასალის, ასევე კონსტრუქციის თვალსაზრისით, რაც საშუალებას იძლევა თითოეული პაციენტისთვის შეირჩეს ინდივიდუალურად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.
მოსახსნელი პროთეზები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კბილები ნაწილობრივ ან სრულად არ არის წარმოდგენილი. კონსტრუქცია შედგება ბაზისისგან, ხელოვნური კბილებისგან და საფიქსაციო ელემენტებისგან, რომლებიც უზრუნველყოფს პროთეზის სტაბილურობასა და კომფორტულ გამოყენებას. ბაზისი შესაძლებელია დამზადდეს განსხვავებული ელასტიურობისა და დრეკადობის მქონე თანამედროვე მასალებისგან, რაც უზრუნველყოფს ადაპტაციას პაციენტის ანატომიურ თავისებურებებთან.
აკრილის (პლასტმასის) მოსახსნელი პროთეზი დამზადებულია მაღალი სიმტკიცის მონომერული მასალისგან. ზედა ყბაზე უკეთესი ფიქსაციისთვის კონსტრუქცია სრულად ფარავს სასას, რაც უზრუნველყოფს პროთეზის სტაბილურობას და ფუნქციურობას ყოველდღიური გამოყენებისას.
ელასტიური მოსახსნელი პროთეზები მოიცავს ახალი თაობის მასალებით დამზადებულ კონსტრუქციებს, როგორიცაა ნეილონის, Acry-Free-ისა და თერმოპლასტიური პროთეზები. აღნიშნული მასალები გამოირჩევა ელასტიურობით, მსუბუქი წონითა და მაღალი კომფორტით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ღრძილებისა და რბილი ქსოვილების გაღიზიანების რისკს.
თერმოპლასტიური მასალისგან ასევე შესაძლებელია დამზადდეს ბიუგელისებური (რკალისებური) მოსახსნელი პროთეზი, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს სასას. ასეთი კონსტრუქცია გამოირჩევა ოპტიმალური დრეკადობითა და მაღალი სიმტკიცით. მსუბუქი სტრუქტურის წყალობით იგი არ აღიზიანებს ღრძილებს და უზრუნველყოფს სტაბილურ ფიქსაციასა და კომფორტულ გამოყენებას.
იმპლანტებზე დაფიქსირებული მოსახსნელი პროთეზი (პირობით–მოსახსნელი) გამოიყენება კბილების სრული არარსებობის შემთხვევაში. კონსტრუქცია ეყრდნობა 4 ან 6 დენტალურ იმპლანტს და უზრუნველყოფს მთელი კბილთა რკალის სრულფასოვან აღდგენას. პროთეზი იმპლანტებთან დაკავშირებულია სპეციალური საკეტისებური სისტემით, რაც ქმნის მყარ და საიმედო ფიქსაციას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კონსტრუქციის მოხსნა ჰიგიენური მოვლისთვის, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პირის ღრუს მოვლას.
საკეტისებური სისტემა შედგება იმპლანტებზე გაერთიანებული მეტალის ბარისგან და პროთეზის შიდა მხარეს განთავსებული ფიქსაციური ჩამკეტებისგან, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის მაქსიმალურ სტაბილურობას და პრაქტიკულად გამორიცხავს პროთეზის მოძრაობას ან ამოვარდნას მყარი საკვების მიღებისას. ჩვეულებრივ მოსახსნელ პროთეზებთან შედარებით, ეს სისტემა გაცილებით კომფორტულია, სტაბილური და ეფექტურად აღადგენს ღეჭვით ფუნქციას.
ლითონო–ფაიფურის კონსტრუქციებით შესაძლებელია როგორც ერთეული კბილის გვირგვინის, ასევე ხიდის ტიპის პროთეზების (რამდენიმე კბილის ერთდროული აღდგენა) დამზადება. აღნიშნული სისტემები წარმატებით ფიქსირდება როგორც ბუნებრივ კბილებზე, ასევე დენტალურ იმპლანტებზე, რაც პაციენტს უზრუნველყოფს ფუნქციურად გამძლე და ხანგრძლივ შედეგს