ჩაეწერე:

+0 322 599599

ცირკონო-კერამიკული გვირგვინი

თანამედროვე ორთოპედიული სტომატოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე დახვეწილი და მაღალი ხარისხის აღდგენითი საშუალებაა. იგი მზადდება ბუნებრივი მინერალისგან — ცირკონიუმისგან, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით და მექანიკური მდგრადობით, რაც მას მეტალის სიმყარესთან აახლოებს. ამავე დროს, ცირკონიუმი ბუნებრივად თეთრი ფერისაა და სხივგამტარი თვისება აქვს, რის გამოც მას ახასიათებს კბილის მსგავსი ბუნებრივი გამჭვირვალობა.

სწორედ ამ თვისებების გამო, ცირკონო–კერამიკული გვირგვინი ვიზუალურად მაქსიმალურად ემსგავსება ბუნებრივ კბილს — იგი ჰარმონიულად ერწყმის კბილის რიგს, ინარჩუნებს ბუნებრივ ბზინვარებასა და გამჭვირვალობას და პირის ღრუში პრაქტიკულად არ განირჩევა საკუთარი კბილისგან.

ცირკონო–კერამიკული გვირგვინების გამოყენებით შესაძლებელია როგორც ერთეული კბილის, ასევე მრავლობითი დეფექტების ესთეტიკური და ფუნქციური აღდგენა. ასეთი კონსტრუქციები წარმატებით ფიქსირდება როგორც ბუნებრივ კბილზე, ასევე დენტალურ იმპლანტზე, რაც პაციენტს უზრუნველყოფს გამძლე, ესთეტიკურ და გრძელვადიან შედეგს.

elena klimenko

ელენა კლიმენკო

პაროდონტოლოგი

მერი მახათაძე

თერაპევტი

ნათია ლურსმანაშვილი

პაროდონტოლოგი

აისელ ისკადიროვა

პაროდონტოლოგი

სალომე ჭიჭინაძე

თერაპევტი

ქეთევან ჩირგაძე

ორთოდონტი

ნანა ლობჟანიძე

თერაპევტი

ლალი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი&პერიოქირურგი

თამთა თევზაძე

ორთოპედი

ნინო ბოლქვაძე

თერაპევტი

გიორგი ქოჩიაშვილი

ქირურგი-იმპლანტოლოგი

ზეინაბ ქოჩლაძე

თერაპევტი

თამარ გოლუბიანი

თერაპევტი