

ბავშვებში ხშირად გვხვდება პირის ღრუს ლორწოვანის გაღიაზიანება და სტომატიტი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ვირუსები და ბაქტერიები კარიესით დაზიანებული კბილები და მათი გართულებები მავნე ჩვევები (ფრჩხილების კვნეტა, ფანქრის ღეჭვა და სხვა) მექანიკური ტრავმა სტომატიტის დროს ბავშვი ჩვეულებრივ ვერ იღებს საკვებს, აწუხებს ტკივილი, შესაძლოა მოიმატოს ტემპერატურამ და აღინიშნებოდეს ზოგადი სისუსტე. კლინიკა “დენსი” ახორციელებს დაავადების გამომწვევი სიმპტომების სრულ […]
Explore More
კლინიკა “დენსი” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვებს. პირველი შეხვედრა ექიმთან უმნიშვნელოვანესია – ხდება ფსიქოლოგიური მომზადება, ნდობის ჩამოყალიბება და სტრესის გარეშე ვიზიტისთვის ბავშვთა მოტივირება. ბავშვთა ვიზიტები იგეგმება ინდივიდუალურად. მკურნალობა ხშირად სრულდება 15–20 წუთში, თუმცა ვიზიტები შეიძლება იყოს ხშირი, სარეგულირებელი ინტერვალებით. სარძევე კბილების მკურნალობა აუცილებელია სხვადასხვა მიზეზით: კბილების დაზიანება ხელს უშლის საკვების სრულმნიშვნელოვან დაგეჭვას, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს […]
Explore More
კბილის მაგარი ქსოვილების რემინერალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და ბუნებრივ გზას კარიესის თავიდან ასაცილებლად. ეს პროცესი უზრუნველყოფს კბილის მინანქრის სტრუქტურისა და მინერალების აღდგენას, ნორმალური პირობების დაბრუნებას. რემინერალიზაციის სარგებელი: ეფექტურია კარიესის საწყის სტადიაზე ხელს უწყობს კბილების მომატებული მგრძნობელობის დაქვეითებას აუცილებელია კბილის გათეთრების პროცედურების შემდეგ, რათა აღდგეს დაკარგული მინერალები რემინერალიზაციისთვის აუცილებელია:კბილებს სჭირდება კალციუმი, ფოსფორი და ფტორი. მათი […]
Explore More
ახალად ამოსული მუდმივი კბილების საღეჭი ზედაპირი, რომელიც ბევრ ჩაღრმავებას შეიცავს, ჩვეულებრივი ჯაგრისით ხშირად სრულფასოვნად ვერ სუფთავდება. ეს პირობები ქმნის ხელსაყრელ გარემოს კარიესის განვითარებისთვის. კლინიკა “დენსში” იცავს კბილებს სპეციალური ბჟენის (თხევადი პლომბის) გამოყენებით, რომელიც კბილს გრძელვადიანად იცავს კარიესისგან. აღნიშნულ პროცედურას ეწოდება ფისურების ჰერმეტიზაცია და იგი რეკომენდებულია ყველა საღეჭ კბილზე. რეკომენდებული ასაკები ჰერმეტიზაციისთვის: 6 წელი – მე-6 […]
Explore More
ღრძილის რეცესია – მიზეზები და ქირურგიული მკურნალობა ღრძილის რეცესია წარმოადგენს არაინფლამატორულ (არაანთებით) მდგომარეობას, რომლის დროსაც ღრძილი იკლებს მოცულობაში და იწევს კბილის ფესვის მიმართულებით, შედეგად კი ხდება ფესვის გაშიშვლება. ეს პრობლემა მხოლოდ ესთეტიკური არ არის. ფესვების გაშიშვლება იწვევს: მომატებულ მგრძნობელობას ცივისა და ცხელის მიმართ კარიესის განვითარების მაღალ რისკს ფესვის ზედაპირზე ფერის ცვლილებას კბილის სტრუქტურის თანდათან დაზიანებას […]
Explore More
გინგივიტისა და პაროდონტიტის მკურნალობა – კომპლექსური მიდგომა „დენსში“ გინგივიტი და პაროდონტიტი პირის ღრუს ანთებითი დაავადებებია, რომლებიც აზიანებს კბილის ირგვლივ მდებარე რბილ და მყარ ქსოვილებს. მათი ეფექტური მართვა იწყება ზუსტი დიაგნოსტიკით. კლინიკა დენსი-ში პირველ ეტაპზე ტარდება პაროდონტოლოგიური რუქის შედგენა, რომლის საფუძველზეც: ისმება ზუსტი დიაგნოზი ფასდება დაავადების სიმძიმე და გავრცელება დგება ინდივიდუალური, ეტაპობრივი მკურნალობის გეგმა მკურნალობის თანამედროვე […]
Explore More
ღიმილის ხაზის პლასტიკა – ესთეტიკური ბალანსი თქვენს ღიმილში ღიმილის ხაზის პლასტიკა წარმოადგენს თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიურ მეთოდს ე.წ. „ღრძილოვანი ღიმილის“ (Gummy Smile) კორექციისთვის — მდგომარეობა, როდესაც ღიმილის დროს ღრძილი ჭარბად ჩანს და ირღვევა კბილისა და ღრძილის ესთეტიკური პროპორცია. კლინიკა დენსი-ში პროცედურა ტარდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, ინდივიდუალური ანატომიური თავისებურებების გათვალისწინებით. რას გულისხმობს პროცედურა? ღიმილის ხაზის პლასტიკა შეიძლება […]
Explore Moreმომხიბვლელი და ჰარმონიული ღიმილის შესაქმნელად ხშირად საჭიროა კბილების ფორმისა და ფერის კორექცია. დროთა განმავლობაში კბილების კიდეები შეიძლება დაზიანდეს, გაცვეთილ იქნას ან შეიცვალოს მათი ბუნებრივი ფორმა, რაც გავლენას ახდენს ღიმილის ესთეტიკაზე და ვიზუალურად ზრდის ასაკის ეფექტს. ასეთ შემთხვევებში ეფექტური გადაწყვეტაა მხატვრული რესტავრაცია — თანამედროვე მეთოდი, რომლის საშუალებითაც აღდგება კბილების ბუნებრივი ფორმა, ფერი და ესთეტიკა მინიმალური ჩარევით. […]
Explore Moreკბილების ლაზერული გათეთრება ტარდება სტომატოლოგთან ერთ ვიზიტში და წარმოადგენს სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდს ღიმილის გასათეთრებლად. პროცედურის დროს კბილებზე თავსდება სპეციალური გელი, რომელიც შეიცავს ფტორს, კალციუმსა და მკვდარი ზღვის მინერალებს. ეს კომპონენტები აღწევს კბილის ქსოვილებში, ამდიდრებს მინანქარს და ამზადებს მას გათეთრების პროცესისთვის. ლაზერის აპარატიდან გამოსხივებული ტალღა ააქტიურებს გელს, რაც იწვევს კბილის ფერის ეფექტურ შეცვლას. ამასთან, […]
Explore Moreკერამიკულმა ვინირებმა სტომატოლოგიაში დაამკვიდრა ე.წ. ჰოლივუდის ღიმილი — ეს არის ღიმილი, რომლის დროსაც კბილები იდეალურად თეთრი, თანაბარი და ბუნებრივად ლამაზია. ვინირები წარმოადგენს თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ღიმილის ესთეტიკა მინიმალური ჩარევით. ვინირების დამზადების პროცესში ხდება კბილის მინანქრის მინიმალური დამუშავება, რის შემდეგაც კბილის ზედაპირზე თავსდება ინდივიდუალურად დამზადებული კერამიკული ფირფიტა […]
Explore More
კლინიკა „დენსი“ ზრუნავს იმაზე, რომ თქვენი ღრძილები იყოს ჯანმრთელი, ხოლო თქვენი ღიმილი — დაცული და გრძელვადიანი კბილების პროფესიული ჰიგიენური წმენდადენსში ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით ხორციელდება, რასაც GBT (Guided Biofilm Therapy) მეთოდი ეწოდება. GBT მეთოდი 2015 წელს დაინერგა ევროპის პაროდონტოლოგთაფედერაციის მიერ და საუკეთესოა მთელსმსოფლიოში. დაცულია ღრძილი, ენა და პირის ღრუსრბილის ქსოვილები 100%-ით იწმინდება კბილის ყველაზედაპირი, მათ შორის კბილთაშორისიკონტაქტები ნაკაწრებისაგან დაცულია კერამიკა, ვინირები და ბჟენები უფრო სწრაფია, ვიდრე წმენდის სხვამეთოდები დაცულია სარძევე კბილები ( წმედატარდება […]
Explore More
კბილის აქსესუარები (Skyce) კბილის აქსესუარები წარმოადგენს თანამედროვე ესთეტიკური სტომატოლოგიის დახვეწილ დეტალს, რომელიც ღიმილს უნიკალურობასა და ინდივიდუალურ ხასიათს სძენს. აქსესუარი ფიქსირდება მინანქრის ზედაპირზე სპეციალური ადჰეზიური ტექნოლოგიით, მინიმალური ინვაზიის პრინციპით და სრულიად უსაფრთხოა კბილის ჯანმრთელობისთვის. პროცედურა არ აზიანებს მინანქარს, არ უშლის ხელს პირის ღრუს ჰიგიენას და არ ქმნის დისკომფორტს საკვების მიღებისას. უპირატესობები მინანქრის დაუზიანებელი ფიქსაცია სრული კომფორტი […]
Explore More
კბილის დაბჟენა წარმოადგენს დაზიანებული კბილის ფორმისა და ფუნქციის აღდგენას თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომპოზიტური მასალების გამოყენებით. პროცედურის მიზანია კარიესით ან სხვა ფაქტორით გამოწვეული დეფექტის სრული რეკონსტრუქცია, ისე რომ კბილს დაუბრუნდეს ბუნებრივი ანატომია, სიმტკიცე და ესთეტიკა. კარიესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისი დროული და ხარისხიანი მკურნალობა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ გართულებები და შევინარჩუნოთ კბილის ჯანმრთელობა გრძელვადიან […]
Explore More
კბილების პროფესიული გათეთრება თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში კბილების გათეთრება უსაფრთხო და პროგნოზირებადი პროცედურაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოკლე დროში მიიღოთ უფრო ნათელი, სუფთა და ახალგაზრდული ღიმილი. კლინიკა „დენსი“ გთავაზობთ გათეთრების ორ პროფესიულ მეთოდს, რომლებიც შეირჩევა ინდივიდუალურად — კბილის ფერის, მინანქრის მდგომარეობისა და პაციენტის მოლოდინების გათვალისწინებით. ლაზერული (კლინიკური) გათეთრება ლაზერული გათეთრება ტარდება ერთ ვიზიტში, სტომატოლოგის სავარძელში. კბილებზე თავსდება […]
Explore More
კბილების შინირება შინირება წარმოადგენს თანამედროვე სტაბილიზაციის მეთოდს, რომელიც გამოიყენება მორყეული კბილების გასამაგრებლად და მათი ფუნქციის შესანარჩუნებლად. პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია პაროდონტოლოგიური პრობლემების, ტრავმის ან კბილის მობილობის დროს. სპეციალური ბოჭკოვანი სისტემების გამოყენებით კბილები ერთიანდება სტაბილურ კონსტრუქციად, რაც ამცირებს მობილობას და ქმნის ოპტიმალურ პირობებს ღრძილის ქსოვილების გაჯანსაღებისთვის. პროცედურის უპირატესობები: კბილების სტაბილიზაცია და მობილობის შემცირება ღეჭვის დროს ტრავმისა და […]
Explore More
ზუსტი დიაგნოსტიკა – Florida Probe კლინიკა „დენსში“ პაროდონტოლოგიური მკურნალობის ეფექტურობა პირდაპირ დამოკიდებულია დიაგნოსტიკის სიზუსტეზე. სწორედ ამიტომ, კლინიკა დენსი-ში მკურნალობის დაწყებამდე ტარდება დაავადების სიმძიმისა და ლოკალიზაციის დეტალური შეფასება თანამედროვე ელექტრონული ზონდირების მეთოდით. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება Florida Probe — ინოვაციური ელექტრონული სისტემა, რომელიც ქმნის პაროდონტოლოგიურ რუქას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს. რას გვაძლევს Florida Probe? ელექტრონული ზონდი კბილის ირგვლივ […]
Explore More
