ჩაეწერე:

+0 322 599599

კბილების გათეთრება

კბილების პროფესიული გათეთრება

თანამედროვე ესთეტიკურ სტომატოლოგიაში კბილების გათეთრება უსაფრთხო და პროგნოზირებადი პროცედურაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოკლე დროში მიიღოთ უფრო ნათელი, სუფთა და ახალგაზრდული ღიმილი.

კლინიკადენსიგთავაზობთ გათეთრების ორ პროფესიულ მეთოდს, რომლებიც შეირჩევა ინდივიდუალურადკბილის ფერის, მინანქრის მდგომარეობისა და პაციენტის მოლოდინების გათვალისწინებით.

ლაზერული (კლინიკური) გათეთრება

ლაზერული გათეთრება ტარდება ერთ ვიზიტში, სტომატოლოგის სავარძელში.

კბილებზე თავსდება სპეციალური პროფესიული გელი, რომელიც აქტიურდება ლაზერის ენერგიით. ეს პროცესი აჩქარებს გათეთრების რეაქციას და უზრუნველყოფს სწრაფ, თვალსაჩინო შედეგს.

 

უპირატესობები:

  • შედეგი ერთ ვიზიტში
  • მინანქრის უსაფრთხო პროტოკოლი
  • ეფექტურობა მუქი ყვითელი და ნაცრისფერი ტონების შემთხვევაში
  • შედეგის შენარჩუნება საშუალოდ 1 წლამდე (ინდივიდუალური ჩვევებისა და ჰიგიენის მიხედვით)

ქიმიური (სახლში ჩატარებადი) გათეთრება

ეს მეთოდი ტარდება ექიმის კონტროლის ქვეშ, ინდივიდუალურად დამზადებული კაპების გამოყენებით.

სპეციალისტი განსაზღვრავს გათეთრების გელის კონცენტრაციას, გამოყენების ხანგრძლივობასა და სიხშირეს, რაც უზრუნველყოფს პროცესის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა: საშუალოდ 5–10 დღე

 

პროცესის პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს დროებითი მგრძნობელობის მატება, რომლის კონტროლიც ეფექტურად ხდება ექიმის მიერ დანიშნული დესენსიტაიზაციის საშუალებებით.

ჩვენი პრიორიტეტია არა მხოლოდ კბილების გათეთრება, არამედ მინანქრის ჯანმრთელობის დაცვა და ბუნებრივი ესთეტიკის შენარჩუნება