სტომატოლოგიურ ორთოპედიაში ფართოდ გამოყენებული და დროით გამოცდილი აღდგენითი კონსტრუქციებია, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება როგორც დაზიანებული, ასევე დაკარგული კბილების ფუნქციური და ესთეტიკური აღსადგენად.
კონსტრუქციის განსაკუთრებულ სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს მეტალის შიდა კარკასი, რომელიც გარედან დაფარულია მაღალი ხარისხის კერამიკით (ფაიფურით). სწორედ ამ კომბინაციის წყალობით მიიღწევა ერთდროულად ძლიერი და ესთეტიკური შედეგი — კონსტრუქცია მდგრადია დატვირთვის მიმართ, ხოლო კერამიკული საფარი უზრუნველყოფს ბუნებრივ ვიზუალს და კბილის მსგავსი ფორმისა და ფერის მაქსიმალურ მიახლოებას.