დენსს გადაეცა ISO 9001 ხარისხის სერთიფიკატი
სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „დენსს“ ოფიციალურად გადაეცა ISO 9001-ის საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კლინიკაში დანერგილი ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობას საერთაშორისო მოთხოვნებთან. აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობას, მომსახურების სტანდარტებსა და ხარისხის უწყვეტ კონტროლს ადასტურებს.
სერტიფიკატის გადაცემის ოფიციალური ცერემონია 15 იანვარს გაიმართა „დენსის“ საახალწლო ღონისძიების ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ კლინიკის მეგობრები, პაციენტები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ერთად აღნიშნეს კლინიკისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული მიღწევა.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად თბილისს სპეციალურად ეწვია ართურ ბაგდასარიანი — ჯანდაცვის სფეროში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და AB Certification-ის აუდიტორი აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში. სიტყვით გამოსვლისას მან განსაკუთრებულად აღნიშნა ის სისტემური და თანმიმდევრული მუშაობა, რომელიც „დენსის“ გუნდმა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ამ მაღალი აღიარების მისაღებად გასწია.
ISO 9001-ის სერტიფიკატის მიღება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მასშტაბებსა და პროფესიულ სტანდარტებს, რომლითაც სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსი“ უკვე 27 წელია ოპერირებს ქართულ სამედიცინო ბაზარზე. აღნიშნული სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კლინიკაში ყველა პროცესი — პაციენტის მიღებიდან მკურნალობის დასრულებამდე — მკაცრად არის ორგანიზებული საერთაშორისო ხარისხის მართვის პრინციპების შესაბამისად.
ISO 9001-ის სერტიფიკატის მინიჭება „დენსისთვის“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ხარისხის უწყვეტი განვითარების პროცესში და კიდევ ერთხელ ადასტურებს კლინიკის მისწრაფებას, პაციენტებს შესთავაზოს თანამედროვე, უსაფრთხო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური მომსახურება.