ჩაეწერე:

+0 322 599599

დენსის სტომატოლოგიური კლინიკური შემთხვევების ატლასი/წიგნი

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელმადენსმაპროფესიული საზოგადოების წინაშე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო გამოცემაკლინიკური შემთხვევების ატლასი წარადგინა.

წიგნზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში თავმოყრილიადენსის“ 60-მდე ექიმის მიერ განხორციელებული 70 რთული კლინიკური შემთხვევა. ატლასი ასახავს რეალურ კლინიკურ პრაქტიკას და აერთიანებს სხვა და სხვა სტომატოლოგიური მიმართულების გამოცდილებას, რაც მას უნიკალურ პროფესიულ რესურსად აქცევს.

გამოცემაში დეტალურად არის წარმოდგენილი თითოეული შემთხვევის დიაგნოსტიკა, მკურნალობის დაგეგმვა, ეტაპობრივი პროცესი და საბოლოო შედეგი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მულტიდისციპლინურ მიდგომას, როდესაც ერთი პაციენტის მკურნალობაში სხვა და სხვა სპეციალიზაციის ექიმები ერთობლივად მონაწილეობენორთოპედები, ქირურგები, ორთოდონტები, ენდოდონტები და სხვა სპეციალისტები.

კლინიკური შემთხვევების ატლასი წარმოადგენს ღირებულ პრაქტიკულ გზამკვლევს როგორც სტომატოლოგიის სტუდენტებისთვის, ასევე რეზიდენტებისა და დამწყები ექიმებისთვის. წიგნი მათ შესაძლებლობას აძლევს, რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით გაეცნონ რთული კლინიკური შემთხვევების მართვას, თანამედროვე მკურნალობის მეთოდებსა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

აღნიშნული გამოცემა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსდენსისმნიშვნელოვან როლს სტომატოლოგიური განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაში, სადაც დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილება არა მხოლოდ პრაქტიკაში გამოიყენება, არამედ მომავალ თაობებსაც გადაეცემა.