დენსის აკრედიტირებული კონფერენცია
სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „დენსში“ პროფესიული ცოდნის გაზიარებისა და შიდა განვითარების მრავალწლიანი ტრადიცია ახალ ეტაპზე გადავიდა. დენსში ექიმებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება ჯერ კიდევ 1998 წლიდან მიმდინარეობს, როდესაც კლინიკაში შიდა პროფესიული შეხვედრებისა და კონფერენციების პრაქტიკა ჩამოყალიბდა.
ამ უწყვეტი განვითარების საფუძველზე, 2026წლის 8 თებერვალს „დენსში“ პირველი მულტიდისციპლინური კონფერენცია გაიმართა, რომელმაც სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულების ექიმები ერთ სივრცეში გააერთიანა.
ასეთი შეხვედრები ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელებას ემსახურება:
ერთი მხრივ, ეს არის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარება, ხოლო მეორე მხრივ — პაციენტებისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი, კომფორტული და მულტიპროფილური მკურნალობის უზრუნველყოფა.
კონფერენციის ფარგლებში დენსის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა წარმოადგინეს კლინიკური შემთხვევები, იმსჯელეს თანამედროვე მეთოდებზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მსოფლიო სტომატოლოგიაში არსებულ სიახლეებზე, რომლებიც უკვე დანერგილია „დენსის“ კლინიკებშიც.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კონფერენცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული იყო და მონაწილე ექიმებს უმაღლესი პროფესიული გადამზადების შესაბამისი ქულებიც მიენიჭათ.
„დენსი“ უკვე წლებია ქმნის გარემოს, სადაც პროფესიული ცოდნის გაზიარება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და გუნდური განვითარება საბოლოოდ პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის და უსაფრთხო სტომატოლოგიურ მომსახურებად გარდაიქმნება.