ჩაეწერე:

+0 322 599599

დენსის და ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკოს კოლაბორაცია

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელიდენსიპაციენტებისთვის მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად ახალ მნიშვნელოვან პარტნიორობას იწყებს.

2026 წლის თებერვალში სტომატოლოგიური კლინიკების ქსელდენსსადა ფრანგულგერმანულ ხუჯაძეგოგნიაშვილის ყელყურცხვირის კლინიკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია პაციენტებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და თანამედროვე, უსაფრთხო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო გარემოს უზრუნველყოფა.

თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ პაციენტებს, რომელთაც სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარება ზოგადი ანესთეზიის პირობებში ესაჭიროებათ. ასეთ შემთხვევებში სტომატოლოგიური და ანესთეზიოლოგიური მომსახურება განხორციელდება ერთობლივად, ხუჯაძეგოგნიაშვილის კლინიკის ბაზაზე, რაც პაციენტებს უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო, ტექნოლოგიურად აღჭურვილ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის გარემოში მიღებული მკურნალობით.

პარტნიორობის შედეგად პაციენტები მიიღებენ:

  • სტომატოლოგიური მომსახურების უფრო ფართო ხელმისაწვდომობას;
  • მაღალი ხარისხის, მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურებას;
  • უსაფრთხო და თანამედროვე სამედიცინო გარემოში ჩატარებულ მკურნალობას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ხუჯაძეგოგნიაშვილის ყელყურცხვირის კლინიკის თანადამფუძნებლებმა მიხეილ ხუჯაძემ და გიორგი გოგნიაშვილმა, ხოლო სტომატოლოგიური კლინიკების ქსელდენსისმხრიდანდირექტორმა გიორგი ქოჩიაშვილმა.

აღნიშნული პარტნიორობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიადენსისმიზნისკენპაციენტებისთვის თანამედროვე, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების შეთავაზების მიმართულებით.