ენდოდონტია წარმოადგენს კბილის შიდა არხების სისტემის მკურნალობას, რომლის მიზანია ინფიცირებული ან დაზიანებული ქსოვილების სრული ელიმინაცია და კბილის ფუნქციის ხანგრძლივი შენარჩუნება.
კლინიკა „დენსში“ ენდოდონტიური მკურნალობა ტარდება უახლესი თაობის აპარატურითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მასალებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, უსაფრთხოებასა და პროგნოზირებად შედეგს.
პროცედურის უპირატესობები
უმტკივნეულო და კომფორტული პროცესი — თანამედროვე ანესთეზიისა და ტექნოლოგიის გამოყენებით
ოპტიმიზებული დრო — ენდომოტორული სისტემების გამოყენება გვაძლევს საშუალებას მკურნალობა ჩატარდეს სწრაფად და ეფექტურად
გრძელვადიანი შედეგი — არხების სრულფასოვანი მექანიკური და მედიკამენტოზური დამუშავება და ჰერმეტული ობტურაცია უზრუნველყოფს კბილის ფუნქციის შენარჩუნებას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში (კლინიკური ჩვენებებისა და ჰიგიენის დაცვის შემთხვევაში)
ენდოდონტიური ჩარევა ტარდება შემდეგ შემთხვევებში:
- ღრმა კარიესი — როდესაც დაზიანება აღწევს კბილის პულპამდე (ნერვამდე)
- პულპიტი — კბილის ნერვის ანთება, რომელიც ხასიათდება მწვავე, შეტევითი და ხშირად ღამის ტკივილით
- პერიოდონტიტი — ფესვის მწვერვალის ანთება, რომელსაც ახლავს მუდმივი, ყრუ ტკივილი და მგრძნობელობა კბილზე დაჭერისას
- კბილის ტრავმა ან მოტეხილობა, როდესაც დაზიანებულია შიდა სტრუქტურა
ჩვენი მიზანია ინფექციის სრულად ლიკვიდაცია და კბილის ბუნებრივი შენარჩუნება, რათა ავიცილოთ მისი ექსტრაქცია და შევინარჩუნოთ ღეჭვის სრული ფუნქცია.
გამოყენებული ენდოდონტიური სისტემები
- X-Smart
- VDW
- Reciproc System
მკურნალობის ყველა ეტაპი მიმდინარეობს ხარისხის კონტროლის მკაცრი პროტოკოლების შესაბამისად, რაც სრულად შეესაბამება ჩვენი ISO 9001 სერტიფიცირებული კლინიკის სტანდარტებს.