ორთოდონტია სტომატოლოგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის მიზანია კბილთა სწორი განლაგებისა და ყბა–კბილთა სისტემის ჰარმონიული განვითარების უზრუნველყოფა. ორთოდონტიული მკურნალობის საშუალებით შესაძლებელია კბილების სწორ პოზიციაში გადანაცვლება, კბილთა თაღის ფორმის კორექცია და ფუნქციურად და ესთეტიკურად სრულყოფილი ღიმილის მიღწევა.
ორთოდონტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბავშვის ყბა–კბილთა სისტემის განვითარებას ადრეული ასაკიდან. როგორც წესი, დაკვირვება შესაძლებელია უკვე 3–4 წლის ასაკიდან, როდესაც ექიმი აფასებს ყბების ზრდას, კბილების ამოჭრის პროცესს და კბილთა წყობის ჩამოყალიბებას. საჭიროების შემთხვევაში იგეგმება პროფილაქტიკური ღონისძიებები ან ადრეული ორთოდონტიული მკურნალობა, რაც მომავალში ხშირად თავიდან გვაცილებს უფრო რთულ ჩარევებს.
მოზრდილ პაციენტებში ორთოდონტიული მკურნალობა ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე იგეგმება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორთოდონტიული მკურნალობისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი პრაქტიკულად არ არსებობს. მთავარი წინაპირობაა პირის ღრუში საკმარისი რაოდენობის ბუნებრივი კბილების არსებობა, რომლებზეც შესაძლებელია ორთოდონტიული აპარატების ფიქსაცია და მკურნალობის დაგეგმვა.
კლინიკა „დენსში“ ორთოდონტიული მკურნალობა ხორციელდება როგორც მოუხსნელი, ასევე მოსახსნელი აპარატების გამოყენებით. მკურნალობის მეთოდი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ ანატომიურ თავისებურებებზე, კბილების მდებარეობასა და არსებული პრობლემის სირთულეზე.