მოუხსნელი ორთოდონტიული კონსტრუქციები წარმოადგენს ბრეკეტ–სისტემას, რომელიც ფიქსირდება კბილების ზედაპირზე და უზრუნველყოფს კბილების თანდათანობით, ზუსტ და კონტროლირებად გადაადგილებას სასურველ პოზიციაში. ასეთი სისტემა ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება კბილების გასწორებისა და ყბა–კბილთა ჰარმონიული წყობის მისაღებად.
ბრეკეტ–სისტემა საკმაოდ კომფორტულია როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის. იგი არ აფერხებს მეტყველებას, უზრუნველყოფს კბილების მაღალ სიზუსტით გადაადგილებას და ხშირად ამცირებს მკურნალობის საერთო ხანგრძლივობას. მკურნალობის პროცესში პაციენტისთვის საჭიროა ორთოდონტთან ვიზიტი დაახლოებით თვეში ერთხელ, რათა განხორციელდეს სისტემის კორექცია და მკურნალობის პროცესის კონტროლი.
პაციენტს შეუძლია აირჩიოს ბრეკეტ–სისტემის ტიპი იმ მასალის მიხედვით, რომლისგანაც იგი დამზადებულია. ყველა ბრეკეტს ერთნაირი ფუნქცია აქვს, განსხვავება ძირითადად ვიზუალურ ეფექტსა და ესთეტიკურ მხარეშია.
ბრეკეტ–სისტემით მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია მიღებული შედეგის სტაბილიზაცია. ამისათვის გამოიყენება სპეციალური რეტენციული საშუალებები, როგორიცაა:
- კაპა-რეტეინერი
- ფირფიტა-რეტეინერი
- მოუხსნელი რეტეინერი
- ელასტოკორექტორი
ეს საშუალებები ხელს უწყობს კბილების მიღებული პოზიციის შენარჩუნებას და მკურნალობის შედეგის ხანგრძლივ სტაბილურობას.
თვითლიგირებადი ბრეკეტები
თვითლიგირებადი ბრეკეტები თანამედროვე ორთოდონტიული სისტემაა, რომელიც არ საჭიროებს ხშირ კორექციებს. ასეთი სისტემის შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი შესაძლებელია 4–5 თვეში ერთხელ, რაც განსაკუთრებით კომფორტულია საზღვარგარეთ მცხოვრები პაციენტებისთვის.
თვითლიგირებადი ბრეკეტები შეიძლება დამზადებული იყოს როგორც მეტალისგან, ასევე კერამიკისგან, პაციენტის სურვილისა და ესთეტიკური მოთხოვნების მიხედვით.
- მკურნალობის ხანგრძლივობა: დაახლოებით 6 თვიდან 3 წლამდე
- მასალა: Ormco Damon Q, Ormco Clear, H4
მეტალის ბრეკეტები
მეტალის ბრეკეტები ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ორთოდონტიული სისტემაა. ისინი დამზადებულია სპეციალური მაღალი ხარისხის მეტალისგან, რომელიც არ იჟანგება პირის ღრუში, გამოირჩევა სიმტკიცითა და გლუვი ზედაპირით.
მეტალის ბრეკეტებს აქვთ ლიგატურები (რეზინის რგოლები), რომლებიც იცვლება ყოველი ვიზიტისას. პაციენტს შეუძლია ყოველ ჯერზე აირჩიოს სხვადასხვა ფერის ლიგატურა, რაც მკურნალობას უფრო ინდივიდუალურსა და სახალისოს ხდის.
- მკურნალობის ხანგრძლივობა: 6 თვიდან 3 წლამდე
- მასალა: Dentaurum
კერამიკული ბრეკეტები
კლასიკური მეტალის სისტემისთვის. ისინი დამზადებულია კერამიკისგან და მათი ფერი მაქსიმალურად უახლოვდება კბილის ბუნებრივ ფერს, რის გამოც ღიმილის დროს შედარებით ნაკლებად შესამჩნევია.
კერამიკული ბრეკეტები გამოირჩევა სიმტკიცითა და ესთეტიკით, ხოლო მკურნალობის პროცესში აუცილებელია ორთოდონტთან ვიზიტი თვეში ერთხელ.
- ფიქსაციის დრო: დაახლოებით 40 წუთიდან 1 საათამდე
- მკურნალობის ხანგრძლივობა: ინდივიდუალური, საშუალოდ 6 თვიდან 2–3 წლამდე
- მასალა: Dentaurum
გამჭვირვალე (საფირის) ბრეკეტები
გამჭვირვალე ბრეკეტები დამზადებულია საფირის ან ცირკონის მსგავსი გამჭვირვალე მასალისგან და გამოირჩევა მაღალი ესთეტიკურობით. მათი მთავარი უპირატესობაა ის, რომ კბილებზე თითქმის შეუმჩნეველია, რის გამოც ხშირად ირჩევენ პაციენტები, რომლებიც მაქსიმალურად შეუმჩნეველ ორთოდონტიულ მკურნალობას ანიჭებენ უპირატესობას.
ამ სისტემას ახლავს შესაბამისი რკალები და ლიგატურები, რომლებიც უზრუნველყოფს კბილების თანდათანობით გადაადგილებას სწორ პოზიციაში.
- მკურნალობის ხანგრძლივობა: დაახლოებით 6 თვიდან 3 წლამდე
- მასალა: Ormco
სასის რკალი და სასის ექსპანდერი
მოუხსნელი ორთოდონტიული აპარატების ჯგუფს ასევე მიეკუთვნება სასის რკალი და სასის ექსპანდერი, რომლებიც გამოიყენება ყბა–კბილთა სისტემის განვითარების კორექციისთვის. აღნიშნული აპარატები მზადდება სატექნიკო ლაბორატორიაში ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის, რაც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ სიზუსტესა და ეფექტურობას.
კონსტრუქცია ფიქსირდება კბილებზე სასის მხრიდან, რის გამოც ღიმილისა და საუბრის დროს პრაქტიკულად შეუმჩნეველია და არ ქმნის ესთეტიკურ დისკომფორტს პაციენტისთვის.
სასის რკალი და ექსპანდერი გამოიყენება სხვადასხვა ორთოდონტიული მიზნისთვის, მათ შორის:
- ზედა ყბის გაფართოება, როდესაც ყბა შევიწროებულია
- ყბის ფორმისა და ზომის კორექცია
- კბილთა რიგში სივრცის შექმნა
- არსებული სივრცის შენარჩუნება, განსაკუთრებით ბავშვებში კბილების ცვლის პერიოდში
კლინიკა „დენსში“ მსგავსი აპარატების დაგეგმვა და დამზადება ხდება თანამედროვე ორთოდონტიული პროტოკოლების დაცვით. ინდივიდუალურად შერჩეული კონსტრუქციები ხელს უწყობს ყბა–კბილთა სისტემის სწორ განვითარებას, ამცირებს შემდგომი რთული ორთოდონტიული ჩარევის საჭიროებას და უზრუნველყოფს მკურნალობის პროგნოზირებად შედეგს.