Lodaer Img

იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე

თანამედროვე იმპლანტოლოგიაში ერთერთ ყველაზე ზუსტ და მინიმალურად ინვაზიურ მეთოდად მიიჩნევა იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე, რომელიც ხორციელდება წინასწარ დამზადებული ქირურგიული შაბლონის (გაიდის) დახმარებით. აღნიშნული მეთოდის დროს იმპლანტი თავსდება ძვალში წინასწარ განსაზღვრულ პოზიციაში ისე, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის საჭირო ღრძილის განაკვეთის ჩატარება.

პროცესი იწყება დეტალური დიაგნოსტიკით. პირველ ეტაპზე ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია, რის შემდეგაც ხდება პაციენტის პირის ღრუს ციფრული სკანირება. მიღებული მონაცემები მუშავდება სპეციალურ პროგრამაში, სადაც ქირურგიიმპლანტოლოგი სამგანზომილებიან მოდელზე ზუსტად გეგმავს იმპლანტების განთავსებასძვლის ანატომიის, ნერვული სტრუქტურების და მომავალი ორთოპედიული კონსტრუქციის გათვალისწინებით.

ციფრული დაგეგმვის დასრულების შემდეგ სპეციალური მაღალტექნოლოგიური დანადგარი ამზადებს ქირურგიულ შაბლონს (მიმმართველს). სწორედ ამ შაბლონის დახმარებით ხდება იმპლანტების ზუსტად იმ პოზიციაში მოთავსება, რომელიც კომპიუტერულად არის დაგეგმილი.

მეთოდის მთავარი უპირატესობაა მაქსიმალური სიზუსტე და მინიმალური ტრავმა ქსოვილებისთვის. ამის შედეგად:

  • მნიშვნელოვნად მცირდება ოპერაციის ხანგრძლივობა
  • პოსტოპერაციული პერიოდი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს
  • უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო ნაკერები
  • მინიმუმამდეა დაყვანილი შეშუპება და დისკომფორტი

ქირურგიული გაიდის გამოყენებით იმპლანტაცია რეკომენდებულია თითქმის ყველა შემთხვევაში, რადგან იგი უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ სიზუსტესა და პროგნოზირებად შედეგს. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი კლინიკური სიტუაციები, როდესაც საჭიროა კბილის ექსტრაქცია, ძვლოვანი პლასტიკა ან როდესაც ძვლის მოცულობა კრიტიკულად მცირეა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა განსხვავებულ ტაქტიკას მოითხოვს.

კლინიკადენსშიგაიდით იმპლანტაცია ხორციელდება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებისა და მაღალი სიზუსტის აღჭურვილობის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და გრძელვადიან შედეგს.

 

მერი მახათაძე

თერაპევტი

ნათია ლურსმანაშვილი

პაროდონტოლოგი

აისელ ისკადიროვა

პაროდონტოლოგი

სალომე ჭიჭინაძე

თერაპევტი

ქეთევან ჩირგაძე

ორთოდონტი

ნანა ლობჟანიძე

თერაპევტი

ლალი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი&პერიოქირურგი

თამთა თევზაძე

ორთოპედი

ნინო ბოლქვაძე

თერაპევტი

გიორგი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი

ზეინაბ ქოჩლაძე

თერაპევტი

თამარ გოლუბიანი

თერაპევტი

თამარ ხვედელიძე

ორთოდონტი