სახის რკალი წარმოადგენს მოსახსნელს, პირგარეთა აპარატს, რომელიც გამოიყენება ორთოდონტიულ მკურნალობაში დამხმარე მოწყობილობად ბრეკეტ–აპარატებთან ერთად.
მისი მთავარი ფუნქციაა კბილების დისტალიზაცია – უკანა კბილების ზუსტი გადაადგილება, რაც ხშირად საშუალებას გვაძლევს ორთოდონტიული მკურნალობა ჩატარდეს ექსტრაქციის გარეშე, ანუ კბილების ამოღების გარეშე.
სახის რკალი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მკურნალობის პროცესში, რადგან ის უზრუნველყოფს კბილთა მოძრაობის კონტროლს და მკურნალობის პროგნოზირებად შედეგს, ამავდროულად ზრუნავს პაციენტის პირის ღრუს ფუნქციურ და ესთეტიკურ განვითარებაზე.
კლინიკა „დენსში“ სახის რკალი გამოიყენება ინდივიდუალურად, პაციენტის საჭიროებებისა და მკურნალობის გეგმაზე დაყრდნობით, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ, უსაფრთხო და კომფორტულ მკურნალობას.