კბილის დაბჟენა წარმოადგენს დაზიანებული კბილის ფორმისა და ფუნქციის აღდგენას თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური კომპოზიტური მასალების გამოყენებით. პროცედურის მიზანია კარიესით ან სხვა ფაქტორით გამოწვეული დეფექტის სრული რეკონსტრუქცია, ისე რომ კბილს დაუბრუნდეს ბუნებრივი ანატომია, სიმტკიცე და ესთეტიკა.
კარიესი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. მისი დროული და ხარისხიანი მკურნალობა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ გართულებები და შევინარჩუნოთ კბილის ჯანმრთელობა გრძელვადიან პერსპექტივაში.
კლინიკა „დენსი“ იყენებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კომპოზიტურ მასალებს, წარმოებულს აშშ–ში, იაპონიასა და შვეიცარიაში.
ჩვენი შერჩეული მასალები გამოირჩევა:
- ფერთა სრულყოფილი გამით — უზრუნველყოფს კბილის ბუნებრივ ტონალობასა და ინდივიდუალურ ესთეტიკურ შესაბამისობას
- მაღალი მექანიკური გამძლეობით — იძლევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის შესაძლებლობას და სრულად აღადგენს ღეჭვისა და კბეჩის ფუნქციას
- ესთეტიკური ინტეგრაციით — რესტავრაცია ჰარმონიულად ერწყმის ბუნებრივ კბილს
პროცედურის ხანგრძლივობა
30 წუთიდან 1 საათამდე (კლინიკური შემთხვევის სირთულის მიხედვით)
გამოყენებული მასალები
Estelite Asteria
Enamel Plus
3M Filtek
Esthet X
ჩვენი მიზანია არა მხოლოდ დაზიანების აღმოფხვრა, არამედ კბილის ანატომიური და ესთეტიკური სრულყოფილი აღდგენა, პრემიუმ ხარისხის სტანდარტების დაცვით.