ჩაეწერე:

+0 322 599599

დენსის შესახებ

დენსის შესახებ

დენსი თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკაა, რომელიც პაციენტებს სთავაზობს სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას, თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მაღალ სტანდარტებს. კლინიკა დაფუძნდა 1998 წელს და უკვე მრავალი წელია ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობასა და ესთეტიკურ ღიმილზე. კლინიკა ფლობს ISO 9001 ხარისხის სერთიფიკატს.

კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია მმდ. გიორგი ქოჩიაშვილი, რომელიც არის ა.შ.შ-ს სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA) წევრი, მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაციის (FDI) წევრი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის (GIA) ვიცე-პრეზიდენტი.მისი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და თანამედროვე სტომატოლოგიური მიდგომების განვითარებასთან საქართველოში.

კლინიკა „დენსის“ აღმასრულებელი დირექტორია ლალი ქოჩიაშვილი, რომელიც ასევე „საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ დამფუძნებელია. აღნიშნული ასოციაცია არის ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის წევრი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლინიკის პროფესიულ სტანდარტებსა და საერთაშორისო ინტეგრაციას.

დღეს დენსი აერთიანებს 5 სტომატოლოგიურ კლინიკას, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მაღალი ხარისხის აპარატურით. ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე და პაციენტებისთვის უსაფრთხო, ეფექტური და კომფორტული მკურნალობის უზრუნველყოფაზე.

კლინიკაში ყოველდღიურად 250 ადამიანს ვუწევთ მომსახურებას, ხელმისაწვდომია ყველა ტიპის სტომატოლოგიური სერვისი, მათ შორის:

თერაპიული, ორთოპედიული და ქირურგიული სტომატოლოგია, იმპლანტაცია, პაროდონტოლოგია, ორთოდონტია, ბავშვთა სტომატოლოგია და სხვა თანამედროვე მკურნალობის მეთოდები.

დენსის მთავარი მიზანია – პაციენტებს შესთავაზოს ჯანმრთელი, ბუნებრივი და ხანგრძლივი შედეგის მქონე ღიმილი, პროფესიონალიზმის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

ბრენდის ხედვა

დენსი არის N1 ბრენდი პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ესთეტიკის სფეროში, სადაც პაციენტები იღებენ ევროპული სტანდარტების შესაბამის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. დენსის მიზანია პაციენტებმა მიიღონ საუკეთესო მკურნალობა და დარწმუნდნენ, რომ ისინი მუდმივად სარგებლობენ გრძელვადიანი ზრუნვის სისტემით, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

ბრენდის პრინციპები

  • პაციენტის მიმართ მაქსიმალური ზრუნვა და ინდივიდუალური მიდგომა.
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების მუდმივი დანერგვა.
  • პაციენტსა და ექიმს შორის თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა;
  • გრძელვადიანი ზრუნვისა და პროფილაქტიკის განვითარება
  • უმაღლესი ხარისხის მასალების და ტექნოლოგიების გამოყენება.

ბრენდის მახასიათებლები

სანდო: დენსში ყოველი პაციენტი გრძნობს, რომ სანდო და პროფესიონალი ექიმების ხელშია
ინოვაციური: დენსი უწყვეტ რეჟიმში აუმჯობესებს თავის მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
მზრუნველი: თითოეული პაციენტის ხანგრძლივი კეთილდღეობა გუნდის მთავარი საზრუნავია.
პროფესიონალი: ექიმები მუდმივად აახლებენ საკუთარ ცოდნას და პაციენტებს სთავაზობენ ხარისხიანი მკურნალობის მეთოდებს.

დენსი

ჩვენი პაციენტები