Lodaer Img

კერამიკული რესტავრაცია

კერამიკული რესტავრაცია წარმოადგენს კბილის ფორმისა და ფუნქციის აღდგენას მაღალი ხარისხის კერამიკული მასალებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ბუნებრივ და ესთეტიკურ შედეგს. თანამედროვე სტომატოლოგიაში კერამიკა ერთერთი ყველაზე პროგნოზირებადი და ხანგრძლივი გადაწყვეტაა როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური პრობლემების მოსაგვარებლად.

კბილის დაზიანების მასშტაბისა და ზედაპირის მიხედვით, კერამიკული რესტავრაცია შეიძლება შესრულდეს სხვადასხვა ფორმით:

  • კერამიკული გვირგვინი
  • კერამიკული ვინირი
  • კერამიკული ჩანართები — Inlay, Onlay, Overlay

დამზადების ტექნოლოგიის მიხედვით განასხვავებენ პრესირებულ კერამიკას და მასების დაშრევებით მიღებულ კერამიკას, რაც ექიმს საშუალებას აძლევს თითოეულ შემთხვევაში შეარჩიოს ყველაზე ოპტიმალური და ინდივიდუალური გადაწყვეტა.

თანამედროვე კერამიკული მასალები საშუალებას იძლევა აღდგეს კბილის ფორმა, ფერი და გამჭვირვალობა, ისე, რომ რესტავრაცია პრაქტიკულად არ განსხვავდებოდეს ბუნებრივი კბილებისგან. სწორედ ამიტომ, კერამიკული რესტავრაცია გამოიყენება არა მხოლოდ კარიესით დაზიანებული კბილების აღსადგენად, არამედ ისეთი ესთეტიკური პრობლემების დროს, როგორიცაა:

  • კბილის ფერის ცვლილება
  • მინანქრის ბზარები
  • კბილის ნაწილობრივი დაზიანება
  • ფორმისა და ზომის დეფექტები
  • ძველი რესტავრაციების ჩანაცვლება

კერამიკული რესტავრაციის უპირატესობები

  • ბუნებრივი და ესთეტიკურად სრულყოფილი შედეგი
  • ფერის მაღალი მდგრადობა დროთა განმავლობაში
  • სიმყარე და ნაკლები ცვეთადობა
  • ხანგრძლივი ფუნქციონირება
  • კბილის ქსოვილების მაქსიმალური შენარჩუნება
  • ბიოშეთავსებადობა და კომფორტი

კლინიკადენსშიკერამიკული რესტავრაციები მზადდება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, გამძლეობასა და ბუნებრივ ესთეტიკას.

კერამიკული რესტავრაციაიდეალური არჩევანი, როდესაც გსურთ აღიდგინოთ კბილის ფუნქცია და მიიღოთ ბუნებრივად ლამაზი ღიმილი ხანგრძლივი შედეგით

მერი მახათაძე

თერაპევტი

ნათია ლურსმანაშვილი

პაროდონტოლოგი

აისელ ისკადიროვა

პაროდონტოლოგი

სალომე ჭიჭინაძე

თერაპევტი

ქეთევან ჩირგაძე

ორთოდონტი

ნანა ლობჟანიძე

თერაპევტი

ლალი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი&პერიოქირურგი

თამთა თევზაძე

ორთოპედი

ნინო ბოლქვაძე

თერაპევტი

გიორგი ქოჩიაშვილი

იმპლანტოლოგი

ზეინაბ ქოჩლაძე

თერაპევტი

თამარ გოლუბიანი

თერაპევტი

თამარ ხვედელიძე

ორთოდონტი