კბილის მაგარი ქსოვილების რემინერალიზაცია წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე ეფექტურ და ბუნებრივ გზას კარიესის თავიდან ასაცილებლად. ეს პროცესი უზრუნველყოფს კბილის მინანქრის სტრუქტურისა და მინერალების აღდგენას, ნორმალური პირობების დაბრუნებას.
რემინერალიზაციის სარგებელი:
- ეფექტურია კარიესის საწყის სტადიაზე
- ხელს უწყობს კბილების მომატებული მგრძნობელობის დაქვეითებას
- აუცილებელია კბილის გათეთრების პროცედურების შემდეგ, რათა აღდგეს დაკარგული მინერალები
რემინერალიზაციისთვის აუცილებელია:
კბილებს სჭირდება კალციუმი, ფოსფორი და ფტორი. მათი მიღება შესაძლებელია 2 წლიდან. რეკომენდებულია კბილის პასტების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ:
- კალციუმს
- ფოსფორს
- ფტორიდებს
- სტრონციუმს
- თუთიას
კლინიკა “დენსი” გირჩევთ ეფექტურ და თანამედროვე რემინერალიზაციის პროგრამებს, რათა ბავშვებსა და მოზარდებს ჰქონდეთ ჯანმრთელი და მყარი კბილები.