კბილის ამოღების შემდეგ ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს ალვეოლიტი. ამ დროს არ ხორცდება ამოღებული კბილის მიდამო და ახასიათებს ძლიერი ტკივილი. მკურნალობა ითვალისწინებს ანესთეზიის ქვეშ ჭრილობის კიდეების განახლებას, სისხლის კოლტის ჩამოყალიბებას და ნაკერით დახურვას.