All fields are required.

Close Appointment form

რა გაცინებს

22222222

ახალი წელი მოგვიახლოვდა. საუკეთესო დრო სიახლეებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, საკუთარი თავის განებივრებისთვის, დრო იმისთვის, რომ გავუზიაროთ განწყობები ერთმანეთს. რა გაცინებს ეს არის კამპანია რომელსაც სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი 24 წლის იუბილის აღსანიშნავად გთავაზობთ.

ემოციების გაზიარება ყველა ადამიანს თავისებურად შეუძლია, ზოგს უფრო მეტად, ზოგს კი ნაკლებად. გაზიარებაში დენსმა წვლილი შეიტანა და კამპანია რა გაცინებს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სფეროდან ადამიანები გაგვიზიარებენ გულწრფელ ისტორიებს თუ რაზე ეცინებათ მათ, წინ დიდი თავგადასავლები გველოდება.

რა გაცინებს?

,,მეცინება ნეგატივზე, რომელიც საბოლოოდ პოზიტიურად გახსენდება. ამბავი, რომელიც შეიძლება ადრე ნეგატიური იყო, ზოგჯერ სანერვიულიც მაგრამ ახლა რომ იხსენებ სასაცილოა და პოზიტიური. მაცინებს პოზიტიური ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბის სასაცილოდ  მოყოლის უნარი, მიმიკებით და ჟესტებით, ვფიქრობ მათ ყველაზე სერიოზული სიტუაცია სასაცილოდ შეუძლიათ აქციონ.“ დენსი-ს ექიმი სტომატოლოგი პაროდონტოლოგი თათია ქოჩლაძე.

რა გაცინებს?

,,მინდა რომ ყოველთვვის გვქონდეს ენერგია, უნარი, განწყობა და სიცილის მიზეზი რათა ვიყოთ ბენიერი და ამით გავაბედნიეროთ ჩვენს გარშემო მყოფი საყვარელი ადამიანებიც” მაია ჯიღაური დენსის სტომატოლოგი/ორთოდონდტი.
რა მაცინებს? ყოველი დილა , მზის ამოსვლა და საღამოს მზის ჩასვლა იწვევს სიცილს ჩემს სახეზე. ჩემი შვილების, ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, კმაყოფილი პაციენტების ბედნიერი სახეების ხილვა უდავოდ ღიმილის მომგვრელია. სიცილი ჩემთვის მამოტივირებელი და მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მაბედნიერებს, მმუხტავს დადებითად და მაძლევს სიცოცხლის ენერგიის უზარმაზარ მარაგს. ის ასუფთავებს ჩემს ტვინს და სხეულს უარყოფითი ემოციებისაგან, მიუმჯობესებს განწყობას და მიბიძგებს მუდმივი მოქმედებისკენ. ის მე მაახლოვებს ადამიანებთან, რაც ხსნის დაძაბულობას განსაკუთრებით საქმიანი ურთიერთობის დროს.