დენტალური იმპლანტაცია
დენტალური იმპლანტაცია მსოფლიოში დღესდღებით ყველაზე გავრცელებული და პოპულარული მეთოდია დანაკლისი კბილების აღსადგენად. დენტალური იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც თავსდება ძვალში და მასზე მაგრდება გვირგვინი. იმპლანტები დამზადებულია ტიტანის შენადნობისგან, რომელიც ეხორცება ძვალს (ინტეგრირდება). იგი აბსოლუტურად ინერტულია და არ წარმოადგენს რაიმე საფრთხეს ორგანიზმისთვის. დენტალური იმპლანტებით შეიძლება აღდგეს როგორც ერთეული დანაკლისი კბილები, ასევე ოთხი, ხუთი ან მეტი.
კლინიკა ,,დენსში“ იმპლანტაცია ათწლეულებია წარმატებით სრულდება. მთავარი კომპანია, რომელთანაც კლინიკა თანამშრომლობს შვეიცარიული ,,Straumann”-ია, N1 ბრენდი მსოფლიოში. ,,Straumann”-ის იმპლანტები გამოირჩევა:
- განსაკუთრებული მასალით ,,Roxolid” რომელიც ყველაზე გამძლეა
- განსაკუთრებული ზედაპირით SLActive, რომელის დამსახურებით 1 თვეშია შესაძლებელი საბოლოო, მუდმივი კბილების ფიქსაცია.
- საუკეთესო შეთანასოვნებით გვირგვინსა და იმპლანტს შორის – რაც გვიცავს ღრძილის ანთებისაგან
- საუკეთესო შეკავშირებით იმპლანტსა და გვირგვინს შორის – რაც გვიცავს გვირგვინის მორყევისა ან ამოვარდნისაგან.
კლინიკაში შესაძლებელია სხვა ბრენდის იმპლანტების შერჩევაც, როგორიცაა Dentium, MIS, SGS, Breadent და სხვა …
იმპლანტაციის დაგეგმვა ხდება კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით, შესაძლოა გამოვიყენოთ ქირურგიული გაიდი ( შაბლონი) რაც საშუალებას გვაძლევს განაკვეთის გარეშე და მაქსიმალური სიზუსტით ჩატარდეს ოპერაცია.