All fields are required.

Close Appointment form

რა გაცინებს

22222222

რა მომენტები გგვრით ღიმილს? თქვენთვის ბედნიერი მომენტების და ამბების შეგროვება გადავწყვიტეთ. „რა გაცინებს?“ – კამპანია ამ გზავნილით ნამდვილ და გულწრფელ ისტორიებს მოგვითხრობს.

ემოციების გაზიარება ყველა ადამიანს თავისებურად შეუძლია. ჩვენ გაზიარებაში წვლილი შევიტანეთ და 24 წლის იუბილის აღსანიშნავად კამპანია ,,რა გაცინებს?” დავიწყეთ. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სფეროდან ადამიანები გაგვიზიარებენ გულწრფელ ისტორიებს თუ რაზე ეცინებათ მათ, ასევე დენსის თანამშრომლები მოგვიყვებიან რეალურ ისტორიებს თუ რა აცინებთ მათ, წინ დიდი თავგადასავლები გველოდება.

რა გაცინებს?

,,მეცინება ნეგატივზე, რომელიც საბოლოოდ პოზიტიურად გახსენდება. ამბავი, რომელიც შეიძლება ადრე ნეგატიური იყო, ზოგჯერ სანერვიულიც მაგრამ ახლა რომ იხსენებ სასაცილოა და პოზიტიური. მაცინებს პოზიტიური ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბის სასაცილოდ  მოყოლის უნარი, მიმიკებით და ჟესტებით, ვფიქრობ მათ ყველაზე სერიოზული სიტუაცია სასაცილოდ შეუძლიათ აქციონ.“ დენსი-ს ექიმი სტომატოლოგი პაროდონტოლოგი თათია ქოჩლაძე.

რა გაცინებს?

,,მინდა რომ ყოველთვვის გვქონდეს ენერგია, უნარი, განწყობა და სიცილის მიზეზი რათა ვიყოთ ბენიერი და ამით გავაბედნიეროთ ჩვენს გარშემო მყოფი საყვარელი ადამიანებიც” მაია ჯიღაური დენსის სტომატოლოგი/ორთოდონდტი.
რა მაცინებს? ყოველი დილა , მზის ამოსვლა და საღამოს მზის ჩასვლა იწვევს სიცილს ჩემს სახეზე. ჩემი შვილების, ოჯახის წევრების, ახლობლების, მეგობრების, კმაყოფილი პაციენტების ბედნიერი სახეების ხილვა უდავოდ ღიმილის მომგვრელია. სიცილი ჩემთვის მამოტივირებელი და მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მაბედნიერებს, მმუხტავს დადებითად და მაძლევს სიცოცხლის ენერგიის უზარმაზარ მარაგს. ის ასუფთავებს ჩემს ტვინს და სხეულს უარყოფითი ემოციებისაგან, მიუმჯობესებს განწყობას და მიბიძგებს მუდმივი მოქმედებისკენ. ის მე მაახლოვებს ადამიანებთან, რაც ხსნის დაძაბულობას განსაკუთრებით საქმიანი ურთიერთობის დროს.

რა გაცინებს?

“ჩემი შვილის ახალი, უცნაური სიტყვების გაგონებაზე ძალიან ვიცინი. ადრე ბევრ რამეზე მეცინებოდა, მაგრამ რაც დედა გავხდი მხოლოდ შვილი მგვრის ამ ემოციას” ქეთი გოგელია დენსის ადმინისტრატორი.
თითქმის ყოველდღე მეცინება იმ ფაქტის გახსენებაზე, რომ ჩემმა ქმარმა ერთ დღეში შეძლო და თავი დაანება სიგარეტის მოწევას, თითქოს დაუჯერებელია თუმცა ეს რეალობაა, რომელზეც მეცინება. ასევე მეცინება ადამაინებზე, რომლებიც დიეტაზე არიან თუმცა ჩუმად ცდილობენ ჭამან, დარწმუნებული ვარ ყველას გვგქონია ეგეთი მომენტები ცხოვრებაში, მათ შორის მეც.