ზედა ყბაზე საღეჭი კბილების ექსტრაქციას (ამოღებას) ხშირად თან ახლავს ჰაიმორის წიაღის ფსკერის პერფორაცია, რაც გულისხმობს პირის ღრუსა და ცხვირის ღრუს შორის კავშირს ჰაიმორის წიაღის გავლით. წიაღის გახსნის შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს ჰერმეტიზმის აღდგენა პლასტიკით, რაც მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, აღნიშნული მანიპულაციის ჩატარება შესაძლებელია კლინიკა დენსში გამოცდილი ყბა-სახის ქირურგების მიერ.