პაროდონტოლოგიური მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია დაავადების სიმძიმისა და ლოკალიზაციის დიაგნოსტიკა. დიაგნოზის დასასმელად უზუსტესი მეთოდი ელექტრონული ზონდირებაა. ელექტრონული ზონდი ,,Florida Probe” ეხება კბილების ირგვლივ ღრძილს ყველა წერტილში და ადგენს პაროდონტოლოგიურ რუქას. პაროდონტოლოგიური რუქის მიხედვით:
- ისმევა დიაგნოზი
- დგება მკურნალობის გეგმა
- ხდება მკურნალობის ეფექტურობის შეფასება
- მიმდინარეობს დაავადების კონტროლი მთელი სიცოცხლის მანძილზე
პაროდონტიტის დიაგნოსტიკის სწორედ ასეთი მიდგომაა მისაღები ევროპული და ამერიკული გაიდლაინებით, Florida probe არის ელექტრონული სისტემა , რომელიც თავად განსაზღვრავს კბილების ირგვლივ პათოლოგიური ჯიბეების სიღრმეს,
აფიქსირებს ღრძილებიდან სისხლდენას, ჩირქოვან გამონადენს, აფასებს მორყევის ხარისხსა და დაავადების გართულების რისკებს. პროგრამა ქართულად არის გახმოვანებული და ყველა პაციენტს თავად შეუძლია მოისმინოს დიაგნოსტიკის მიმდინარეობის პროცესი.