All fields are required.

Close Appointment form

პაროდონტოლოგია

დენსის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი კლინიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულებაა. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და მიზდევს ყველა იმ საერთაშორისო გაიდლაინს რასაც მსოფლიოს წამყვანი კლინიკები იყენებენ დღეს-დღეისობით.

დეპარტამენტის ხელმღვანელი კი ლალი ქოჩიაშვილია, რომელიც „საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტია. 

პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც ღრძილების დაავადებების  თერაპიულ და  ქირურგიულ მკურნალობას ითვალისწინებს. ღრძილების დაავადებები ყველაზე ფართოდ გავრცელებულია დღესდღეობით და საფრთხეს უქმნის არა მარტო კბილებს, არამედ მთელს ორგანიზმს. 

პაროდონტოლოგიის მიზანია კბილის ირგვლივ მდებარე საფიქსაციო ქსოვილების ( ღრძილის, ძვლის და ა.შ)  ანთებითი და არაანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. პაროდონტის დაავადებებია: გინგივიტი (ღრძილების ანთება), პაროდონტიტი(ანთებითი დაავადება ,რომელსაც ახასიათებს კბილის ირგვლივ მდებარე ძვლის დაშლა) , ღრძილების რეცესია( ღრძილების დაწევა და ფესვების გაშიშვლება), პერიიმპლანტიტები( იმპლანტის გარშემო ქსოვილების ანთება).

კლინიკა დენსში წარმატებით ხდება, მკურნალობა:

  • გინგივიტის
  • პაროდონტიტის
  • პათოლოგიური ჯიბეების აღდგენა რეგენერაციის გზით
  • ღრძილის გადანერგვა
  • ძვლის პლასტიკა
  • გინგივოტომია – ღრძილის კორექცია
  • რეცესიების პლასტიკა
  • და სხვ.

კლინიკა ,,დენსში“ ფუნქციონირებს ექიმთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები – ,,პერიო აკადემია“ სადაც ხდება თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული ექიმებისათვის.