All fields are required.

Close Appointment form

მოსახსნელი პროთეზები

მოსახსნელი პროთეზი

მოსახსნელი პროთეზები საკმაოდ დახვეწილი და კომფორტულია. კლინიკა ,,დენსში“ დიდი არჩევანია, მასალისა და კონსტრუქციის თვალსაზრისით.

მოსახსნელი პროთეზები  მზადდება კბილების სრული ან ნაწილობრივი არარსებობისას. შედგება ბაზისისაგან, ხელოვნური კბილებისაგან და  ემატება საფიქსაციო ელემენტები. ბაზისის დამზადება შესაძლებელია განსხვავებული ელასტიურობისა და დრეკადობის მქონე მასალებისაგან.

აკრილის (პლასტმასის) მოსახსნელი პროთეზიმზადდება ყველაზე მყარი მონომერული მასალისგან. პლასტმასის მოსახსნელი პროთეზი უკეთესი ფიქსაციისთვის ზედა ყბაზე მთლიანად ფარავს სასას.

ელასტიურ პროთეზებს მიეკუთვნება ახალი თაობის მასალისგან დამზადებულ ნეილონის, Acry-free-ის და თერმოპლასტიური პროთეზები.

თერმოპლასტიური  მასალისაგან შესაძლოა დამზადდეს ბიგელისებური მოსახსნელი პროთეზი. იგი მხოლოდ ნაწილობრივ რკალისებურად ფარავს სასას. თერმოპლასტიურ ბიუგელისებურ კონსტრუქციას აქვს ოპტიმალური დრეკადობა და მაღალი სიმტკიცე, სიმსუბუქის წყალობით  არ აღიზიანებს ღრძილს და აქვს სტაბილური ფიქსაცია.

მოსახსნელი პროთეზი იმპლანტებზე (პირობითმოსახსნელი)  მზადდება კბილების სრული არარსებობისას. კონსტრუქცია ეყრდნობა 4 ან 6 იმპლანტს და სრულად აღადგენს კბილთა რკალს. იმპლანტებზე საკეტისებური სისტემით შეკავშირებული პროთეზი იძლევა მყარ და საიმედო ფიქსაციას. პერიოდულად შესაძლებელია კონსტრუქციის მოხსნა და გაწმენდა, რაც ამარტივებს ჰიგიენას. პროთეზის საკეტისებური სისტემა შედგება იმპლანტებზე გაერთიანებული მეტალისებური ბარით და პროთეზის შიგნიდან დაფიქსირებული ჩამკეტებისგან, რაც გამორიცხავს მყარი საკვების მიღებისას პროთეზის ამოვარდნას. ჩვეულებრივ პროთეზთან შედარებით გაცილებით კომფორტულია და უკეთ აღადგენს ღეჭვით ფუნქციას.