All fields are required.

Close Appointment form

იმპლანტაცია ციფრული ტექნოლოგიებით (განაკვეთის გარეშე)

იმპლანტაცია განაკვეთის გარეშე გულისხმობს წინასწარ დამზადებული ქირურგიული შაბლონით ძვალში იმპლანტის მოთავსებას, რომლის დროსაც არ არის საჭირო განაკვეთის გატარება.

კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ ხდება პირის ღრუს დასკანერება. აღნიშნული მონაცემები მუშავდება კომპიუტერულად. ქირურგი-იმპლანტოლოგის მიერ პროგრამულად ხდება იმპლანტების განთავსება ძვალში, მათთვის განკუთვნილ ადგილზე, შემდგომი ორთოპედიული კონსტრუქციის გათვალისწინებით. ამის შემდეგ სპეციალური ჩარხი  აფორმირებს ქირურგიულ შაბლონს ანუ მიმმართველს, რომლის  დახმარებით ხდება იმპლანტების განთავსება ძვლაში უკვე დაგეგმილ ადგილზე. აღნიშნული მეთოდის გამოყენება ამცირებს ოპერაციის დროს,  აიოლებს პოსტოპერაციულ პერიოდს, პაციენტს არ აქვს ნაკერებისგან და შესიებისგან გამოწვეული დისკომფორტი.

გაიდით იმპლანტაცია სასურველია ყოველთვის, გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევები როდესაც საექსტრაქციოა კბილები, ჩასატარებელია ძვლოვანი პლასტიკა ან გვაქვს კრიტიკულად მცირე ძვლის მოცულობა.