All fields are required.

Close Appointment form

კბილების დაბჟენა (კარიესის მკურნალობა)

ჩვენი სტომატოლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ბავშვებს. განსაკუთრებულია ექიმის მხრიდან პირველი შეხვედრა, ფსიქოლოგიური მომზადება და ნდობის ჩამოყალიბება, რათა ბავშვმა ყოველგვარი სტრესის გარეშე იაროს სტომატოლოგთან.

ბავშვთა ასაკში, ვიზიტებიც იგეგმება ინდივიდუალურად. როგორც წესი, მკურნალობა სრულდება ძალიან მალე ( 15-20 წუთი), თუმცა ვიზიტები არის ხშირი და ხანგრძივი ინტერვალებით.

აუცილებელია სარძევე კბილების მკურნალობა, იმ მიზეზების გამო, რომ:

  • კარიესით დაზიანებული კბილები, რომლითაც შეუძლებელია საკვების სრულყოფილად დაღეჭვა, იწვევს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს.
  • კარიესი საკმაოდ სწრაფად რთულდება ბავშვებში და იწვევს აბსესებსა და ფლეგმონებს ( ყბების ჩირქოვანი ანთება)
  • კარიესი შესაძლოა გახდეს ძლიერი ტკივილის მიზეზი
  • კარიესით გამოწვეული ანთების დროს შესაძლოა მოიმატოს ტემპერატურამ
  • კარიესის გამო, შესაძლოა ნაადრევად მოხდეს კბილის ამოღება, რაც შემდგომში იწვევ კბილთა არსწორ დგომას
  • კარიესით დაზიანებული სარძევე კბილი, შესაძლოა გახდეს მუდმივი კბილის დაზიანების მიზეზი

ბავშვთა წასახალისებლად და მოტივაციისათვის ვიყენებთ ფერად ბჟენებს ( პლომბი) – ვარდისფერი, ყვითელი, ლურჯი და სხვ. ასეთი კბილები ახალისებს ბავშვებს და აყვარებს სტომატოლოგთან ვიზიტს.

ყველა პროცედურა ტარდება უმტკივნეულოდ. ხშირად ადგილობრივი ანესთეზიის ( ტკივილგამაყუჩებელი) ქვეშ, რაც იცავს ბავშვს ტკივილისგან მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმისაგან.

მკურნალობის დასასრულს აუცილებლად ვაჯილდოვებთ სიგელებითა და სათამაშოებით, რათა მათი გმირული საქციელი მისაბაძი იყოს მეგობრებისთვის.