კბილის მაგარი ქსოვილების რემინერალიზაცია ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბუნებრივი გზა კარიესის თავიდან ასაცილებლად. რემინერალიზაცია არის კბილის მინანქრის ნორმალური სტრუქტურისა და მინერალების აღდგენის პროცესი.
- რემინერალიზაცია სასარგებლოა კარიესის საწყის სტადიაზე.
- სასარგებლოა კბილების მომატებული მგრძნობელობის დასაქვეითებლად.
- რემინერალიზაცია გათეთრების შემდეგ აუცილებელი პროცედურაა, რათა კბილებმა აღიდგინონ დაკარგული მინერალები.
კბილებს ესაჭიროება კალციუმი, ფოსფორი და ფტორი. მათი მიღება შეიძლება 2 წლიდან. სასურველია გამოვიყენოთ კბილის პასტები, რომელიც შეიცავს: კალციუმს, ფოსფორს, ფტორიდებს, სტრონციუმს, თუთიას და სხვ.