კბილების წმენდა რეკომენდებულია 2 წლის ასაკიდან. წმენდა ხდება აირ ჭავლის საშუალებით, რომელიც უსაფრთხოა ლორწოვანის და ახლად ამოჭრილი კბილებისათვის. წმენდა სასრგებლოა კბილის ბალთის ანუ ნადების ეფექტური მოცილებისათვის, რაც იცავს კბილებს კარიესისაგან და ამცირებს სტომატიტების გაჩენის რისკს.
წმენდის უპირატესობები:
- პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა
- მანიპულაციის სჭირდება მინიმალური დრო
- ეფექტური და უსაფრთხო წმენდის საშუალებაა ბრეკეტ-სისტემის არსებობის შემთხვევაში
- გამოიყენება 2 წლიდან ასაკიდან
- შესაძლოა ჩატარდეს 2 თვეში ერთხელ
ბავშვთა ასაკში ხშირია, შავი ფერის ნადები, რომელიც არ ცილდება გამოხეხვის დროს ე.წ. პრისტლის ნადები. მისი მოცილება ხდება სტომატოლოგთან წმენდის საშუალებით.