ფტორი ორგანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს კბილების მინერალიზაციაში. ფტორის დეფიციტი, წყალსა და საკვებში, კარიესის სწრაფი განვითარების მიზეზია. ბავშვებში სარძევე და მუდმივი კბილები გამოირჩევა დენტინისა და მინანქრის ნაკლები სიმკვრივით, მით უფრო დაუცველი კბილები ადვილად შეღწევადია კარიესის გამომწვევი ბაქტერიებისათვის. კარიესის პროფილაქტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდია სწორედ- ფტორირება. ეს პროცედურა, ფტორლაკებისა და სითხეების გამოყენება, ამაგრებს კბილის მინანქარს და კბილი ხდება უფრო მდგრადი კარიესოგენული მიკრობებისადმი.