კლინიკა ,,დენსში“-ში დაინერგა პროფილაქტიკის შვეიცარული სტანდარტი, რაც საშუალებას გვაძლევს თავიდან ავაცილოთ კარიესი და პაროდონტის დაავადებები ბავშვებში. სისტემაში ჩართვა შეუძლიათ ბავშვებს და მოზარდებს 6 თვიდან 16 წლამდე.
პროგრამა გულისხმობს:
- პირის ღრუს პირველად შემოწმებას და გაჯანსაღებას (სანირებას)
- პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას
- პროფილაქტიკური ვიზიტების დაგეგმვას
- გარანტიას, რომ არ განვითარდება კარიესი ( ხოლო საჭიროების შემთხვევაში კარიესის უფასო მკურნალობას)
პროფილაქტიკის ამ სისტემით შვეიცარიაში კარიესის გავრცელება შეამცირეს 4%-მდე. კლინიკა ,,დენსი“ ქართველ პაციენტებს აძლევს საშუალებას ჰქონდეთ ჯანმრთელი კბილები მთელი სიცოცხლის მანძილზე. პროფილაქტიკის პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ბავშვთა სტომატოლოგთან კონსულტაციაზე ვიზიტი.