ბავშვთა სტომატოლოგია დამოუკიდებელი მიმართულებაა და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. კლინიკა ,,დენსში’’ ბავშვთა განყოფილება უკვე 15 წელია ემსახურება 6 თვიდან 16 წლამდე მოზარდებს. ბავშვთა სტომატოლოგიაში სპეციფიკური მასალები და მეთოდები გამოიყენება, რასაც ბავშვთა სტომატოლოგი ირჩევს მოზარდის ასაკის მიხედვით. ემოციური და სისტემური დაავადების მქონე ბავშვებში შესაძლებელია კბილის ექსტრაქცია სედაციის ( ზოგადი ნარკოზის) გამოყენებით.