All fields are required.

Close Appointment form

იმპლანტაციის კურსი

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ დენსში წარმატებით ტარდება კურსი დენტალური იმპლანტაციის შესახებ. კურსი მოიცავს 10 თეორიულ ლექციას, პრაქტიკულ მუშაობას ფანტომებზე და live ოპერაციებზე დასწრებას.

კურსს უძღვება კლინიკა ,,დენსის“ ხელმძღვანელი, იმპლანტოლოგი, მ.დ. გიორგი ქოჩიაშვილი.

თეორიული მეცადინეობების დროს განხილული იქნება, შემდეგი საკითხები:

  • თავ-კისრის ანატომია
  • იმპლანტაციის განვითარების ისტორია
  • იმპლანტაციის დაგეგმარება
  • იმპლანტაციის მეთოდები
  • იმპლანტების ტიპები
  • ჩვენებები, უკუჩვენებები და გართულებები
  • იმპლანტაციის ქირურგიული ეტაპები
  • სინუს-ლიფტინგი და ძვლის აუგმენტაცია
  • ორთოპედიული ნაწილი – კონსტრუქციები იმპლანტებზე

კურსის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი, ხოლო მონაწილეებს შეეძლებათ დამოუკიდებლად გამოიკვლიონ საიმპლანტაციო პაციენტი, დაგეგმონ სამუშაო და შეასრულონ ოპერაციული ჩარევა.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599 778 171