სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი “დენსი” ყველაზე ფართო ქსელია საქართველოში.
“დენსი” წარმოადგენს კერძო სარეზიდენტურო პროგრამას- ორთპედიულ სტომატოლოგიაში ,რომლის დამთავრების შემდგომ გაიცემა თ.ს.ს.უ-ის დიპლომი.
- სწავლის ხანგრძლივობა: 15 თვე
თეორიული ნაწილი 6 თვე
პრაქტიკული ნაწილი 9 თვე
- ადგილების რაოდენობა: 6 რეზიდენტი
თეორიული კურსი მოიცავს:
- მასალათმცოდნეობა
- მოუხსნელი პროთეზირება: მეტალოკერამიკა, ცირკონოკერამიკა, პრეს კერამიკა, ,,ცერეკ“ ტექნოლოგია.
- იმპლანტაცია: პირდაპირი და გადავადებული დატვირთვა.
- მოსასხნელი პროთეზირება: სრული, ნაწილობრივი, ბიგელისებური – ბიო დენტაპლასტის კონსტრუქციების დამზადება. მოსახსნელი პროთეზირება იმპლანტებზე.
- სატექნიკო საქმე – ექიმის კომპეტენციები
პრაქტიკული კურსი მოიცავს:
- თეორიულ სწავლებასთან ერთად იმუშავებთ ექიმ-სტომატოლოგებთან ასისტენტად, რაც დამწყებ ექიმს აძლევს მეტი კლინიკური შემთხვევის ნახვის საშუალებას და გამოცდილებას.
- პრაქტიკული ნაწილის დაწყებისას დამოუკიდებლად მიიღებთ პაციენტებს , ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
- რეზიდენტურაში გამოიყენება იგივე , უმაღლესი ხარისხის მასალები და მკურნალობის სტანდარტები რაც კლინიკა ,,დენსში“.
- ყველა მასალითა და ინსტრუმენტით რეზიდენტს უზრუნველყოფს კლინიკა.
- კლინიკა ,,დენსი“ საუკეთესო რეზიდენტებს საშუალებას აძლევს რეზიდენტურის პროგრამის დასრულების შემდეგაც გარკვეული ვადით გააგრძელონ მუშაობა.
- სასწავლო პროგრამა დატვირთულია დამატებითი მასალებით, მაგ: პრეზენტაციები, კურსები, ტრენინგები და ა.შ.
ორთოპედიული რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელია: გენო ჯიქია – ექიმი-ორთოპედი
კურსის ხელმძღვანელია მედიცინის დოქტორი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი, გიორგი ქოჩიაშვილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 598 27 23 22