ჯეო პერიოს ორგანიზებით კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა ბაზისური კურსი პაროდონტოლოგიაში. რომელსაც მასპინძლობას უწევდა სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი დენსი ლექციის ფარგლებში მათ შეისწავლეს პაროდონტის ქსოვილების გამოკვლევის მეთოდები, დიაგნოზის დასმა ახალი კლასიფიკაციის მიხედვით, პაროდონტიტისა და გინგივიტის მკურნალობა უახლესი 2020 წლის გაიდლაინის მიხედვით.
მორყეული კბილების შინირებისა და შემდგომი პროფილაქტიკის მეთოდები. პაროდონტიტის ქირურგიული მკურნალობა და გვირგვინების კლინიკური დაგრძელება, ესთეტიკური და ფუნქციური ქირურგია.
თითოეულ კურსანტს საშუალება ჰქონდა ხელით ემუშავა მოდელებზე!
კურსანტებს ვუსურვებთ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას.