სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ დენსში დაინერგა პროფილაქტიკის შვეიცარული სტანდარტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ბავშვებს თავიდან ავაცილოთ კარიესი და პაროდონტის დაავადებები. ამ სისტემაში ჩართვა შეუძლიათ ბავშვებს და მოზარდებს 6 თვიდან 16 წლამდე.
პროგრამა გულისხმობს:
პირის ღრუს პირველად შემოწმებას და გაჯანსაღებას (სანირებას)
პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას
პროფილაქტიკური ვიზიტების დაგეგმვას
გარანტიას რომ არ განვითარდება კარიესი ( ხოლო საჭიროების შემთხვევაში კარიესის უფასო მკურნალობას)
პროგრამის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში თითქმის 100%-ში , ბავშვი დაცულია კარიესისაგან. იშვიათად თუ ზიანდება კარიესით კბილი, მის მკურნალობას მთლიანად კლინიკა უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით.
პროფილაქტიკის ამ სისტემით შვეიცარიაში კარიესის გავრცელება შეამცირეს 4%-ამდე. კლინიკა ,,დენსი“ ქართველ პაციენტებსაც აძლევს საშუალებას ჰქონდეთ ჯანმრთელი კბილები მთელი სიცოცხლის მანძილზე.
პროფილაქტიკის პროგრამაში ჩასართავად საჭიროა ბავშვთა სტომატოლოგთან კონსულტაციაზე ვიზიტი.