All fields are required.

Close Appointment form

Inlay / Onlay კერამიკული ჩანართი

კარიესების დაბჟენა შესაძლებელია კერამიკული ჩანართებით, როდესაც კბილის  არაუმეტეს 50%-ია დაზიანებული. ჩანართი მოდელირდება და იჩარხება მაღალტექნოლოგიურ ციფრულ დანადგარში – Cad-Cam სისტემის საშუალებით. კერამიკული ჩანართი იდეალურად აღადგენს კბილის ანატომიურ ფორმას და ვიზუალურად იდენტურია ბუნებრივი მინანქრის, არ იცვლის ფორმასა და ფერს, არ ახასიათებს კუმშვა-გაფართოება. კერამიკული ჩანართების დამზადებისას არაა აუცილებელი კბილის დევიტალიზაცია( კბილი ნარჩუნდება ცოცხალი). კერამიკული ჩანართები უფრო გამძლეა  ვიდრე კომპოზიციური ბჟენები.